LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენმა ამომრჩეველმა და საზოგადოებამ ის ძალიან დიდი ხნის წინ გააცილა ქართული პოლიტიკიდან: რატი იონათამიშვილი მიხეილ სააკაშვილზე

218
მიშა და რატი იონათამიშვილი

მიხეილ სააკაშვილის ქართული პოლიტიკიდან შესაძლო წასვლის გადაწყვეტილებას მმართველ გუნდში ეხმაურებიან. საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი რატო იონათამიშვილი „რუსთავი2“-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი საზოგადოებამ და ამომრჩეველმა ქართული პოლიტიკიდან ძალიან დიდი ხნის წინ გააცილა.

მისმა პოლიტიკურმა რესურსმა თავი ამოწურა…არანაირი პოლიტიკა მისთვის საინტერესო არ არის – მთავარი ამოცანაა, მიხედოს ჯანმრთელობას: მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი

„ჩვენმა ამომრჩეველმა და საზოგადოებამ ის ძალიან დიდი ხნის წინ გააცილა ქართული პოლიტიკიდან. უბრალოდ, ამის აღიარება არ უნდოდა არც მას და არც მის თანაპარტიელებს. დღეს, ახლა, სააკაშვილი საკუთარ თანაპარტიელებზე რომ არის ნაწყენი, ესეც ბუნებრივია და ამის მიზეზებს ჩვენი საზოგადოება ხედავს, უბრალოდ, მე ვფიქრობ, რომ მსგავსი საუბრები დღეს მაინც უფრო სპეკულაციური ხასიათის არის, ვინაიდან, მისი მიზანი არა ამ დანაშაულებზე საუბარი და მათი აღიარებაა, არამედ პატიმარი სააკაშვილისთვის რაღაც ისეთი წინაპირობები შექმნას, რომ ის ზუსტად იმ მსჯავრებზე აარიდონ პასუხისგებას, რაზეც პასუხისმგებლობა მას ქართულმა სასამართლოებმა და მათ შორის, სტრასბურგის სასამართლომაც კი დააკისრა“, – აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე, რატი იონათამიშვილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g