LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ცხელი შემოდგომა არ შედგა, ახლა ცდილობენ გააცხელონ ზამთარი, არც ეს გამოუვათ” – მდინარაძე 3 დეკემბრის აქციაზე

140
მამუკა მდინარაძე

ცხელი შემოდგომა არ შედგა, ახლა ცდილობენ გააცხელონ ზამთარი, არც ეს გამოუვათ, – აღნიშნულის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ 3 დეკემბერს სააკაშვილის გადაყვანის მოთხოვნით დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით “ღამის კურიერში” განაცხადა.

მისივე თქმით, ამ აქციის ერთადერთი მიზანია გამოჩნდეს ვინ უფრო მეტად რადიკალურია.

“ამ აქციას ფუნქცია არ აქვს, გათვლილია მხოლოდ ნაცმოძრაობის იმ ამომრჩეველზე, რომელიც ითხოვს მათი მხრიდან უფრო მეტ რადიკალიზმს. გარედან ის ე.წ. “ტროიკა” ხომ ჰყავთ მიშაში შემცილებლები – შიგნით ერთმანეთს ეცილებიან ვინ უფრო მეტ რადიკალურია და ამისი გამოჩენის მიზანი აქვთ აქციას. აგერ ზამთარი დგება, ცხელი შემოდგომა არ შედგა ახლა ცდილობენ, რომ გააცხელონ ზამთარი და დარწმუნებულები ვართ, რომ არც ეს გამოუვათ – თვითონაც დარწმუნებულები არიან, მაგრამ მაინც აკეთებენ”, – აცხადებს მდინარაძე.

ამავე თემაზე:

ძალიან მაშინებს, რა მდგომარეობაში იქნება მამაჩემი ამ ყველაფრის ბოლოს: ედუარდ სააკაშვილი

იმედი მაქვს, პრეზიდენტი ამას არ გააკეთებს – კობახიძე სააკაშვილის შეწყალებაზე

არ მინდა, ყოფილი პრეზიდენტი მოკვდეს ციხეში – ზურაბიშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g