LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დაიწყეთ ლოკოკინების მოშენება“ – საქართველოდან ევროკავშირის ტერიტორიაზე ლოკოკინების ექსპორტი უკვე შესაძლებელია

243
lokokina

საქართველოს ლოკოკინების ექსპორტზე გატანა უკვე ევროკავშირის ქვეყნებშიც შეუძლია. ამის შესახებ ინფორმაციას, ლოკოკინების მწარმოებელი იტალიური კომპანია „კერასკო” (Istituto Internazionale di Elicicoltura di Cherasco) ავრცელებს, რომელიც საქართველოს ბაზარზე 2021 წლიდან ოპერიებს.

„ახალი 2022 წელი მართლაც რომ შესანიშნავი სიახლეებით დაიწყო: საქართველოს უკვე შეუძლია ლოკოკინების ექსპორტი განახორციელოს ევროკავშირის ტერიტორიაზე. დარწმუნებულები ვართ, ჩვენი ეს მიღწევა კიდევ მეტად განავითარებს ამ სფეროს და ზოგადად, სოფლის მეურნეობას საქართველოში, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებას და მეტი სამუშაო ადგილის შექმნას.

დაიწყეთ ლოკოკინების მოშენება „კერასკოს“ მეთოდით, ეს წარმატების საწინდარია!“ – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც Istituto Internazionale di Elicicoltura di Cherasco ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები