ამ წუთებში ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის გარშემო განვითარებულ მოვლენებს პროკურატურასთან აპროტესტებენ.
როგორც სოციალურ ქსელში ადგილიდან გავრცელებულ ფეისბუქლაივიდან ჩანს, აქციაზე აქტივისტი გიგა მაქარაშვილი პოლიციამ ადგილიდან გაიყვანა.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ მაქარაშვილი დააკვეს. “ფორტუნა” ცდილობს ინფორმაციის გადამოწმებას.
შეგახსენებთ, აქტივისტები ნინოწმინდის ბავშთა პანსიონატის გარშემო არსებულ ვითარებას აპროტესტებენ და სახელმწიფოსგან ქმედითი ნაბიჯების გადადგამს ითხოვენ.
ცნობისთვის, სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ გუშინ გაავრცელა განცხადება, სადაც თქვა, რომ 2016-2021 წლებში ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ოთხი სისხლის სამართლის საქმის გამოძიება მიმდინარეობს, მათ შორის, 3 სავარაუდო ძალადობის ფაქტზე, ხოლო ერთი – სავარაუდო გაუპატიურების ფაქტზე.
ამავე თემაზე: