LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დათქმა, იძულების პროპორციული ზომის გამოყენებაზე, სტანდარული ფორმაა: თბილისის საქალაქო სასამართლო

108
სასამართლო-1-5

თბილისის საქალაქო სასამართლო TV პირველთან დაკავშირებულ განჩინებას განცხადებით ეხმიანება და წერს, რომ დათქმა, რომლის თანახმადაც დასაშვებია საგამოძიებო მოქმედებების ჩამტარებელმა პირმა ან ორგანომ წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში, იძულების პროპორციული ზომა გამოიყენოს, სტანდარტულ ფორმას წარმოადგენს.

საგანგაშო განჩინებაა, აჩენს მეტ შანსს პროკურატურამ გაიგოს ინფორმაციის წყარო – ნათია კაპანაძე “ტვ პირველის” საქმეზე

მათივე განცხადებით, საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად გაცემულ სხვა განჩინებებშიც, სასამართლო ხელმძღვანელობს და მიუთითებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 111-ე მუხლის მე-7 ნაწილით, რომლის თანახმადაც დასაშვებია საგამოძიებო მოქმედებების ჩამტარებელმა პირმა ან ორგანომ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისათვის წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში, გამოიყენოს იძულების პროპორციული ზომა და ეს კანონის დანაწესიდან გამომდინარეობს.

“2021 წლის 9 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა, რომლის თანახმადაც საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის გამომძიებლებს ნება დაერთოთ განახორციელონ საგამოძიებო მოქმედება – ამოღება, კერძოდ 2021 წლის 6 მარტს გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათის“ რეპორტაჟში მითითებული კონფიდენციალური წყაროს მიერ „TV პირველისათვის“ გადაცემული (გაგზავნილი) ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობის ამოღება, რომელზეც ჩაწერილი იყო კერძო საუბრები. ასევე კონვერტი, ან სხვაგვარი შეფუთვა.

გასათვალისწინებელია, რომ საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად გაცემულ სხვა განჩინებებშიც, სასამართლო ხელმძღვანელობს და მიუთითებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 111-ე მუხლის მე-7 ნაწილით, რომლის თანახმადაც დასაშვებია საგამოძიებო მოქმედებების ჩამტარებელმა პირმა ან ორგანომ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისათვის წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში, გამოიყენოს იძულების პროპორციული ზომა და ეს კანონის დანაწესიდან გამომდინარეობს. შესაბამისად აღნიშნული დათქმა წარმოადგენს სტანდარტულ ფორმას, რომელიც სხვა უამრავ მსგავს შემთხვევებშიც ეთითება ანალოგიურ განჩინებებში და არანაირი განსხვავებული წესი ამ შემთხვევაში არ გამოყენებულა”, – წერია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამავე თემაზე:

შესაძლოა მივმართოთ სტრასბურგის სასამართლოს, რათა გამოიყენოს შეჩერების ღონისძიება – “ტვ პირველის” ადვოკატი

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ხელები შორს თავისუფალი მედიისგან – „სტრატეგია აღმაშენებელი“

არ შევეგუებით! მხარდაჭერა იმ ჟურნალისტებს, ვინც პირადი რისკის ფასად დაუპირისპირდა სისტემას – ხოშტარია

ჩნდება საფრთხე, მედია კიდევ ერთხელ იქცეს პოლიტიკური ანგარიშსწორების სამიზნედ – მედიაკოალიცია

არ გაბედოთ ტელევიზიაში შესვლა და კიბეების მიდგმა !!! – ტვ პირველის დირექტორი პროკურატურას მიმართავს

გამორიცხული არ არის, თავისუფალ მედიაზე დიდი შტურმი მზადდებოდეს: უგულავა ტვ პირველსა და პროკურატურის გადაწყვეტილებაზე

გვქონდა მოლოდინი, რომ ვიქნებოდით ხელისუფლების შტურმის მსხვერპლი და ეს შტურმი დადგა ძალიან მალე: ნოდარ მელაძე

“ტვ პირველში” შეჭრას არავინ აპირებს, ეს არის სიცრუე – პროკურატურა

“ოცნება” მედიაზე თავდასხმით ჯიუტად იმეორებს წინა ხელისუფლების შეცდომებს – იოსელიანი

ბერას პირადი პუდელი – “ოცნების” ოფისთან 4 პირი დააკავეს

პოპულალურები