,,თბილისობა 2022“-ის აღსანიშნავად დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, რომელსაც თეატრალიზებული წარმოდგენის სახე ექნება.
სხვადასხვა მელოდიისა და მუსიკის თანხლებით, ფერადი გრაფიკით შეიქმნა ვიდეოარტი, სადაც წარმოჩენილი იყო თბილისელების, მნიშვნელოვანი და საამაყო ადამიანების პორტრეტები, მეცნიერებისა და კულტურის ბევრი უმნიშვნელოვანესი სახელი და სახე, რაც დამსახურებულად გამოყოფს ამ საპატიო წოდების დიდ მნიშვნელობას.
თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება 20 ადამიანს მიენიჭა.
„კახამ ძალიან ბევრი გააკეთა ჩვენი ქალაქისთვის, ბევრს აკეთებს და გვჯერა, კიდევ უფრო მეტს გააკეთებს“ - პრემიერის მადლობა თბილისის მერს და ახალი ფოტოები საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონიიდან
თბილისი მართლაც ქმნის ტოლერანტობის უნიკალურ მაგალითს, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
ღონისძიებას როგორც მთავრობის წარმომადგენლები, ასევე სხვადასხვა სფეროში მოღვაწე საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები დაესწრნენ.
კონცერტზე საზოგადოების წინაშე წარდგნენ ქართული ესტრადის ვარსკვლავები.
მოდელი, სამოდელო სააგენტოს მფლობელი და ჟურნალ „ნარგისის“ რედაქტორი, თაკო ჩხეიძე საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონიიდან კადრებს გვიზიარებს, სადაც ლეგენდარული ქართველი მუსიკოსი და მომღერალი ნანი ბრეგვაძეა წარმოდგენილი.
შეუდარებელი ნანი ბრეგვაძე შვილთან, ეკა მამალაძესთან და შვილიშვილთან, ნატალია ქუთათელაძესთან ერთად სიმღერას ,,ო, რერო, რერო” ასრულებს.