დღეს საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტი პირველ საგაზაფხულო სესიას გახსნის.
საგაზაფხულო სესიის განმავლობაში პარლამენტს რამდენიმე უწყების წლიური ანგარიში წარედგინება. ამასთან, საკანონმდებლო ორგანოში მოუსმენენ პრეზიდენტსაც.
პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, საგაზაფხულო სესია ივნისის ბოლო პარასკევს დაიხურება.
დღესვე პარლამენტში ოპოზიციის მანდატების გაუქმებასთან დაკავშირებით კენჭისყრა იგეგმება