LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდი გამოწვევის წინაშე ვდგავართ – ლადო კახაძე კორონავირუსზე (ვიდეო)

1042
pjimage

“მობილიზაციისკენ მოვუწოდებ თითოეულ ჩვენგანს, არის საკმაოდ დიდი გამოწვევა, რომელსაც სრულ კოორდინაციას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია უწევს. მათი რეკომენდაციები აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ”, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლადო კახაძემ, მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“პანიკის საფრთხე არ არის და არც თავზე ნაცრის დასაყრელი გვჭირს” – დაავადებათა ეროვნული ცენტრის პრესკონფერენცია

“ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ უკვე გვამცნო, რომ კორონავირუსის გავრცელების არეალი გიზარდა, ადამიანიდან ადამიანზე გადასვლა არის დადასტურებული. ვირუსი წვეთოვანი გზით გადადის, ანუ საუბრის, დაცემინების, დახველების დროს, ამიტომ აუცილებელია დისტანცია დავიჭიროთ ინფიცირებული ადამიანისგან. მან ვისაც ეჭვი აქვს, რომ ვირუსის მატარებელია, აუცილებლად პირბადით უნდა იაროს”, – აცხადებს კახაძე.

"ველოდებით საბოლოო პასუხებს" - არის თუ არა საქართველოში კორონოვირუსი დღეს გახდება ცნობილი

ინფექციურ საავადმყოფოში რესპირატორული სიმპტომებით მოთავსებული ხუთი პაციენტის კვლევების საბოლოო პასუხები დღეს გახდება ცნობილი. ექიმის განცხადებით, პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია, მათგან სამი საქართველოს მოქალაქეა, ორი კი ჩინეთის. “საქართველოს მოქალაქე დედა-შვილს, ჩაუტარდათ ლაბორატორიული და რენდგენოლოგიური კვლევები და მათთანაც არ დასტურდება პნევმონია, ლაბორატორიული კვლევებით არ არის სერიოზული დარღვევები. ზოგადი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, ასევე გვყავს საქართველოს მოქალაქე, 24 წლის მამაკაცი, რომელთანაც […]

კახაძე მოსახელობას მოუწოდებს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოხვედრას თავი აარიდონ. მისი თქმით, განსაკუთრებული სიფრთხილე ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებს და ორსულებს მართებთ.

 

ლადო კახაძემ აღნიშნა, რომ კორონავირუსის 20-მდე სახეობა არსებობს, რომლიდანაც 4 უკვე გამოცდილია. ერთ-ერთის დროს ლეტალობა 800-870 ადამიანი იყო.

გლობალური საფრთხე: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის გამო საერთაშორისო საგანგებო რეჟიმი გამოაცხადა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები