აშშ-ს პრეზიდენტი კორონავირუსის წინააღმდეგ სპეციალურ ზომებს მიიღებს. ტრამპმა განაცხადა, რომ ვირუსთან საბრძოლველად სპეციალურ კანონმდებლობას აამოქმედებს. ეს კი ქვეყანაში სამედიცინო ნიღბების, სასუნთქი აპარატების და სხვა სამედიცინო ინვენტარის წარმოების დაჩქარების შესაძლებლობას მისცემთ.
საუბარია თავდაცვის აქტზე, აშშ-ის ფედერალურ კანონზე, რომელიც 1950 წელს, კორეის ომის საპასუხოდ შემუშავდა, როგორც სამოქალაქო თავდაცვისა და საომარი მობილიზაციის ვრცელი ძალისხმევის ნაწილი ცივი ომის პირობებში.
„ჩვენ ვაპირებთ დავამარცხოთ უხილავი მტერი“, – განაცხადა ტრამპმა და ამასთან თავს “საომარი პერიოდის პრეზიდენტი” უწოდა.
თითოეული ამერიკელი, ორი კვირის განმავლობაში, ათასი ამერიკული დოლარის ქვითარს მიიღებს.
ერთი ტრილიონი დოლარი ხალხს: ტრამპი კორონავირუსთან საბრძოლველად ინიციატივით გამოდის
თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელიც კორონავირუსის თემას ეხებოდა, ტრამპმა ისიც გააჟღერა, რომ ორი გემი ჰოსპიტლად გადაკეთდა და ისინი კორონავირუსით დაზარალებულ შტატებს დაეხმარებიან.
ტრამპმა ასევე განმარტება გააკეთა ტერმინთან – “ჩინურ ვირუსთან” დაკავშირებით. ამერიკის პრეზიდენტი თვლის, რომ ეს რასისტული გამონათქვამი არ არის, რადგან სწორედ რომ ჩინური წარმომავლობისაა კორონავირუსი.
ცნობისთვის, კორონავირუსი აშშ-ს 50-ივე შტატშია დაფიქსირებული. დაღუპულთა რაოდენობა კი 135-ს შეადგენს. კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა აშშ-ში 8000-ს აჭარბებს.
დონალდ ტრამპს კორონავირუსი არ დაუდასტურდა