საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა გიული ალასანია ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა ,,ვივა მედში” ვერ მოხერხდება და მისივე თქმით, მას მაინც დასჭირდება საზღვარგარეთ გადაყვანა.
,,ძალიან კარგია და კმაყოფილი ვარ. ადამიანი არათუ არ ჭამს, ვერ ჭამს უბრალოდ. ძალიან კარგია, რომ დათანხმდა და თქვა, ამ დღეებში გადავალო, თუმცა ეს იქნება საწყისი ეტაპი.
ვერნიკეს ენციფალოპატია, რომელიც მას აქვს, მოითხოვს მკურნალობას და სერიოზული დაავადებაა.
ამ დაავადებებს აქ არ ეშველება არაფერი და აუცილებლად დასჭირდება შემდგომი გაგრძელება საზღვარგარეთ, სპეციალურ კლინიკაში. დღეს რაღაცის იმედი ნამდვილად გამიჩნდა, ვფიქრობ ამას უსათუოდ ექნება გაგრძელება. როგორც ჩანს მიხვდნენ, რომ ეს აუცილებელია და ადამიანს ნამდვილად სჭირდება მკურნალობა.
ნამდვილად არის სუსტად წინა შეხვედრასთან შედარებით, საგრძნობლად გამხდარია და წონა დაკარგული აქვს”, – აღნიშნა გიული ალასანიამ.
მიხეილ სააკაშვილი „ვივამედში“ გამოკვლევების ჩასატარებლად გადაყვანაზე თანახმაა