თინა კანდელაკი „ტელეგრამ“ არხზე რუსულ სპორტში არსებულ კრიზისზე წერს და რუს ოლიგარქებს ღიად მიმართავს.
„მახსოვს, როცა მე და ჩემი კოლეგები დავდიოდით სპონსორებთან და ვარწმუნებდით ოლიგარქებს, არ დაეზოგათ ფული სპორტული ღონისძიებების ტრანსლირებისთვის. ახლა რომ ბევრი ცნობილი ოლიგარქი სანქციებზე წუწუნებს, მაშინ უარით გვისტუმრებდნენ და თანაშემწეებთან გვამისამართებდნენ, ისინი კი 10 ათას რუბლს მოგვიგდებდნენ და კარს გვიხურავდნენ. აი ახლა მინდა მათ მივმართო, ძვირფასო ოლიგარქებო! მთელი თქვენი ფული დასავლეთშია და უკრაინის აღდგენას მოხმარდება, ჩვენი რუსეთისთვის ფულს ნუ დაზოგავთ! რუსეთი ერთადერთი ქვეყანაა, სადაც თქვენი სიცოცხლე უნდა დაასრულოთ, ხომ მიხვდით, რომ მსოფლიო მაინც არ გაგახარებთ, არ მოგცემთ მაგ ფულის ისე ხარჯვის უფლებას, როგორ თქვენ გინდათ“, – წერს კანდელაკი.
„ქალებს, კაცებს, ვისაც გძულვართ, ყველას მოგინელებთ“ – თინა კანდელაკი მუქარაზე გადავიდა
ივან ურგანტი ყველა არხსა და რეკლამაში დაბლოკეს – წამყვანის „განეიტრალება“ თინა კანდელაკს დაევალა