LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკა ჩხეიძე: „მანქანით სახლში ბრუნდებოდა, მოულოდნელად ხელების დაბუჟება იგრძნო… ღმერთს ჰყვარებია, აქამდე ინფარქტი რომ არ განუვითარდაო…“

7788
ეკა ჩხეიძე მთავარზე

ეკა ჩხეიძე მამის, ცნობილი რეჟისორის, თემურ ჩხეიძის გარდაცვალების მიზეზს ჟურნალ „სარკესთან“ ასახელებს და ამბობს:

„მამა თავს არაჩვეულებრივად გრძნობდა. არაფერი საგანგაშო არ შეგვინიშნავს. რეპეტიციის დამთავრების შემდეგ მანქანით სახლში ბრუნდებოდა, მოულოდნელად ხელების დაბუჟება იგრძნო, მანქანა გადააყენა და დარეკა. მაშინვე კლინიკაში გადაიყვანეს, გადაუღეს კომპიუტერული ტომოგრაფია, აღმოჩნდა საკმაოდ დიდი ანევრიზმა აორტაზე. ასეთი ოპერაციის გაკეთება სარისკოა, ქართველი ექიმები ვერც აიღებდნენ საკუთარ თავზე. დაემთხვა ისე, რომ ანზორ მელიას კლინიკაში მოწვეული იყო ავსტრიელი ქირურგი, რომელმაც ეს ოპერაცია გააკეთა. როცა გაჭრეს, გაირკვა, რომ შუნტირებაც სასწრაფოდ სჭირდებოდა. ურთულესი პროცესი 8 საათს გაგრძელდა.

ეკა ჩხეიძე: „დღეიდან სხვა სამყაროში დადგამ სპექტაკლებს, მშვიდობით, მა…“

ექიმი თავადაც განცვიფრებული იყო, რომ ასეთი ზომის ანევრიზმა არ გასკდა. თქვა, ღმერთს ჰყვარებია, აქამდე ინფარქტი რომ არ განუვითარდაო. ანუ თავად ძალიან კმაყოფილი იყო, იმდენად წარმატებით გაკეთდა ოპერაცია. ჩვენც იმედიანად ვიყავით. პოსტოპერაციულ პერიოდში, ორი კვირის თავზე, მდგომარეობა დამძიმდა, დაიწყო სისხლდენა, კიდევ ერთი ქირურგიული ჩარევა გახდა საჭირო, რაც ვეღარ გადაიტანა…“

“ეს ფოტო დღეს ნანამ სასაფლაოზე მაჩუქა… ისეთივე თბილი საღამო იყო, როგორიც თვითონ თემური” – ავთო ვარსიმაშვილის თემურ ჩხეიძესთან გამოსამშვიდობებელი პოსტი და ფოტო 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g