LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ემოციური კადრები: ხვიჩა კვარაცხელიამ საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულის მიღება საცოლესთან და დედასთან ერთად აღნიშნა

910
fot (1)

ხვიჩა კვარაცხელიას პირველი და ფანტასტიკური სეზონი ნაპოლიში მოსალოდნელი აღიარებით დასრულდა. იტალიურმა სერია A-მ 22 წლის ქართველი შემტევი სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.  ჩემპიონებს თასი „სტადიო დიეგო არმანდო მარადონაზე“ „სამპდორიასთან“ მოგებული (2:0) მატჩის შემდეგ გადაეცა.

ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელიც სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, ჯილდოსა და განვლილ სეზონზე ისაუბრა, გუნდს კი მადლობა გადაუხადა.

„ნაპოლი, მიყვარხარ” – ხვიჩა კვარაცხელიას პირველი კომენტარი თასის მიღების შემდეგ

აღსანიშნავია, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულის მიღება საცოლესთან, ნიცა თავაძესა და დედასთან, მაკა ლუკავასთან ერთად აღნიშნა.

კადრებს სოციალურ ქსელში ნიცა თავაძე გვიზიარებს.

ვიდეო: როგორ ზეიმობს კვარაცხელიას „ნაპოლი” ჩემპიონობას – რა კადრებს გვიზიარებს ნიცა თავაძე

 

„პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს თანაგუნდელებს, „ნაპოლის“, მთელ პერსონალს, მათ გარეშე ვერასოდეს მოვიპოვებდი სკუდეტოს და წლის MVP ტიტულს. ეს ჯილდო მხოლოდ მე არ დავიმსახურე, თანაგუნდელების გარეშე ვერასოდეს მოვიგებდი, ისინი თავდაჯერებულობას მმატებდნენ, რომ უკეთ მეთამაშა.

ვამაყობ იმ გულშემატკივრებით, რომლებიც საქართველოდან ჩემს გამო ჩამოდიან, მადლობას ვუხდი მათ, მაგრამ ისინი მხოლოდ ჩემს გამო არ მოდიან, არამედ „ნაპოლის“ საგულშემატკივროდ. მათ არა მარტო მე შემიყვარეს, არამედ შეუყვარდათ ნეაპოლიც. ეს ხალხია ჩემი მოტივაციაა. მთელ სეზონი ასეთ დიდ მხარდაჭერას ძალიან ვაფასებ.

 

 

მე ვარ ლიდერი? ვფიქრობ, რომ ამ გუნდში ბევრი ლიდერია, ოსიმენი, დი ლორენცო… ვაკეთებ იმას, რაც უნდა გავაკეთო მოედანზე. არ ვიცი, ვარ თუ არა ლიდერი, მაგრამ ვიცი, რომ მომავალში ვეცდები, თამაში გავაუმჯობესო. შეგვიძლია თუ არა გუნდის მომავალს ოპტიმიზმით შევხედოთ? რა თქმა უნდა, პოზიტიურად ვარ განწყობილი. რაც შემეხება პირადად მე, მიყვარს ნეაპოლი“, – განაცხადა ხვიჩა კვარაცხელიამ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები