„მინდა ერთი ინფორმაცია განვაცხადო ეს ჩატარდება, ბუბას კონცერტი 19 ივლისს და იქნება ყოველწლიური ფესტივალი ბუბას სახელობის, ეს უკვე გადაწყვეტილია”, – ამის შესახებ ბუბა კიკაბიძის პროდიუსერმა სოსო აბზიანიძემ განაცხადა.
აბზიანიძის თქმით, ბუბას კიკაბიძის 85 წლის საიუბილეო კონცერტი 19 ივლისს გაიმართება და დაწესდება ბუბას სახელობის ფესტივალი.
„ბუბას 85 წელის უსრულდებოდა და უნდა აღგვენიშნა, რა თქმა უნდა ჩამოდიოდნენ ძალიან ცნობილი მომღერლები. ყოველ წლიურად ვაკეთებდით ამ იუბილეს მაგრამ 85 განსაკუთრებული უნდა ყოფილიყო, ალა მოდიოდა, გალკინი მოდიოდა საკმაოდ ბევრი ვარსკვლავი. მინდა ერთი ინფორმაცია განვაცხადო ეს ჩატარდება, ბუბას კონცერტი 19 ივლისს და იქნება ყოველწლიური ფესტივალი ბუბას სახელობის, ეს უკვე გადაწყვეტილია. ჩვენ ბუბას სახელს არასოდეს არ დავკარგავთ, ის იქნება ყოველთვის ჩვენთან. ახლა ველოდებით ძალიან ბევრ სტუმარს სხვადასხვა ქვეყნიდან, დელეგაციები ჩამოდიან, ისინი ბუბას მოეფერებიან და ბოლო გზაზე გააცილებენ“,- განაცხადა აბზიანიძემ „TV პირველის ეთერში”
„დიდ ხელოვანთან ერთად ის იყო დიდი ადამიანი“ – ბუბა კიკაბიძის გარდაცვალებას პოლიტიკოსები ეხმაურებიან
დიდი ხალხის დიადი ადამიანი – რას წერს ვოლოდიმირ ზელენსკი ბუბა კიკაბიძეზე