LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფორსაჟი 9“-ის გადაღებების გამო თავშესაფარში გადაყვანილი ძაღლები რუსთაველის გამზირზე დააბრუნეს

486
70349576-2406766466071476-3936359396757471232-n

ჰოლივუდური ბლოკბასტერის, „ფორსაჟი 9“ (Fast and Furious 9) გადაღებები რესპუბლიკის მოედნიდან მეტროსადგურ „თავისუფლების მოედნამდე“ მონაკვეთზე დღეს დასრულდა და აქ მობინადრე ძაღლები ისევ აღნიშნულ ტერიტორიას დაუბრუნდნენ.

ინფორმაციას ამის შესახებ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ავრცელებს.

„გადაღებისას ძაღლები ედევნებოდნენ მანქანებს და საავარიო სიტუაციას ქმნიდნენ, ამიტომ გადასაღებ მოედანზე შესული ცხოველები სააგენტომ როგორც მსახიობების, ასევე თავად ცხოველების უსაფრთხოების მიზნით, დროებით მუნიციპალურ თავშესაფარში გადაიყვანა.

"ფორსაჟის" გადამღები ჯგუფი ძაღლების თავშესაფარს საჩუქრებით ესტუმრა

ვახტანგ ლომჯარია სოციალურ ქსელში აქვეყნებს კინოფილმ "ფორსაჟის" გადამღებ ჯგუფთან ერთად გადაღებულ ფოტოებს ძაღლების თავშესაფარში

დღეს კი, გადაღებების დასრულებისთანავე, კვლავ თავიანთი ბინადრობის არეალში დააბრუნა“, – აღნიშნულია ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინფორმაციაში.

რუსთავში “ფორსაჟის” გადაღებები მიმდინარეობს [ფოტოები]