ტელეკომპანია “იმედის” მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების პირველადი შედეგების გამოცხადების შემდეგ, „ქართული ოცნების“ ლიდერებმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ირაკლი კობახიძემ არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს თბილისის მერობის კანდიდატს მმართველი პარტიიდან, კახა კალაძეს.
“ქართული ოცნების” შტაბთან პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი და თბილისის მერობის კანდიდატი, კახა კალაძე მეუღლეებთან ერთად იმყოფებოდნენ.
პარტია ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე აქვეყნებს ფოტოებს, სადაც ჩანს, თუ როგორ ზეიმობენ, “იმედის” დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლების პირველად შედეგებს.
ამ ეგზიტპოლის მიხედვით, (18.00 საათის მონაცემებით) ხმების 57,2% მიიღო კახა კალაძემ, ხოლო მისმა კონკურენტმა ნიკა მელიამ – 42.8%.