“მომდევნო წლებში თბილსის ანძა ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი იქნება ჩვენს ქალაქში” – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, თბილისის სატელევიზიო ანძაზე დაახლოებით 70 მეტრის სიმაღლეზე კვების ობიექტები და გადმოსახდები განთავსება.
“ბევრი ვუმუშავეთ ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად, გამოცხადებული გვქონდა ასევე ტენდერი, რომ დაგვედო კონცეფცია, თუ რისი გაკეთება შეგვეძლო სატელევიზიო ანძაზე. ამ ტენდერში გაიმარჯვა ესტონურმა კომპანიან “კოკო”, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს მსგავს ობიექტებზე მუშაობის, ჩავიბარეთ გეგმარება და საკმაოდ საინტერესო, მიმზიდველი ობიექტი გამოდის. დაახლოებით 70 მეტრის სიმაღლეზე შესაძლებელია გადმოსახადები განთავსდეს, საიდანაც პანორმალული ხედები გადაიშლება, ასევე კვების ობიექტები. ვფიქრობ თბილისისთვის, სატელევიზიო ანძის კარგად გამოყენება და ფუნქციის მინიჭება დამატებითი მიზიდულობის ადგილი იქნება როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე ჩამოსული სტუმრებისთვის. ძალიან მაგარი პროექტი გამოვა”, – განაცხადა კახა კალაძემ.
პროექტის განხორციელება დაახლოებით 10-დან 15 მილიონამდე დაჯდება. კალაძემ კომპანიებს პროექტის განხორციელებაში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდა.
“ვიზუალი რომელიც ესტონურმა კომპანიამ მოგვაწოდა, რეალობად უნდა ვაქციოთ. ამისთვის ვაცხადებთ ტენდერს და მინდა ვიცე-მერს ირაკლი ხმალაძეს დავავალო სხვადასხვა კომპანიებთან, ბიზნეს სექტორთან ითანამშრომლოს, რათა რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გამოხატოს ინტერესი და ამ პროექტის განხორცილებაში მონაწილეობა მიიღოს”, – განაცხადა კალაძემ.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც კალაძე ანძის რეაბილიტაციაზე საუბრობს. მერმა ეს საკითხი ჯერ კიდევ 2018 წლის დეკემბერში წამოჭრა და კლიპიც კი მოამზადეს. უფრო ვრცლად ნახეთ სტატიაში:
როგორი იქნება თბილისის ანძა – შემუშავებული პროექტის ფოტოები