LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამხდარია, წონაში იკლებს.. როცა მივედი ნელ-ნელა ადგა და გადმოვიდა სავარძელზე: გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე

582
capture_109.png

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ კლინიკა „ვივა მედიში“ მიხეილ სააკაშვილი მოინახულა. ამის შემდეგ კი ჟურნალისტებთან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა.

„ისეთი მაღალი სიცხე არ აქვს, მაგრამ სიცხე აქვს. რაღაც ანთებითი პროცესია და ალბათ, დამატებით გამოკვლევებს გაუკეთებენ ამასთან დაკავშირებით.

გამხდარია, წონაში იკლებს. როცა მივედი, მაშინაც იწვა, მაგრამ მერე ნელ-ნელა ადგა და გადმოვიდა სავარძელზე”,- განაცხადა გიული ალასანიამ.

მან ასევე აღნიშნა, რომ მათი საუბრის თემა უცხოელი ექიმების საქართველოში ჩამოსვლა იყო.

“ჩვენი საუბრის ერთადერთი თემა იყო ექიმები, რომლებიც უნდა ჩამოვიდნენ, როდის ჩამოვლენ, – ყველაზე აქტუალური ახლა ეს არის ჩვენთვის“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

ეს არის მესამე სიმძიმის ხარისხის დაავადება, ბოლოს წინა, ანუ სიკვდილის წინა სტადია: ნევროლოგი სააკაშვილზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები