LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამოძიება დაწყებულია უკანონო მოსმენაზე და ჩანაწერის გავრცელებაზე, კითხვებს სვამდნენ საუბრის შინაარსის რეალურობაზე – არცერთი ფრაზა არ არის თემურ ალასანიასი, შეკოწიწებულია მისი სხვადასხვა საუბრიდან: ადვოკატი

60
ბექა ბასილაია

მიხეილ სააკაშვილის ბიძის, თემურ ალასანიას ადვოკატის ბექა ბასილაიას ინფორმაციით, პროკურატურას გამოძიება უკანონო მოსმენაზე და უკანონო ჩანაწერის გავრცელების ფაქტზე აქვს დაწყებული. როგორც ბასილაიამ ალასანიას მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვის დასრულების შემდეგ განაცხადა, საქმის მიხედვით საგამოძიებო უწყება უკანონოდ ჩანაწერების ჩამწერ, დამმონტაჟებელ და გამავრცელებელ პირებს უნდა ეძებდეს, მაგრამ ამ თვალსაზრისით მხოლოდ ორი კითხვა დასვეს და სინამდვილეში ჩანაწერების ავთენტურობა აინტერესებდათ.

ბასილაიას თქმით, თემურ ალასანიამ გამოკითხვისას აღნიშნა, რომ ჩანაწერი „შეკოწიწებულია მისი სხვადასხვა საუბრიდან“.

„ეს არის თავიდან ბოლომდე ფალსიფიცირებული საქმე, ცდილობენ ეს საქმე გადაიყვანონ ეროვნულ გრძნობებზე, უკანონო ჩანაწერებზე დაყრდნობით. გამოძიება დაწყებული აქვთ უკანონო მოსმენაზე და უკანონო ჩანაწერის გავრცელებაზე, ამ დროს, კითხვებს სვამდნენ საუბრის შინაარსის რეალურობაზე, უნდოდათ ვინმეს დაედასტურებინა, რომ ეს რეალური ჩანაწერია.

ეს ჩანაწერები არის ფალსიფიცირებული, ექსპერტიზა ჩაატარეს იმ უწყების თანამშრომლებმა, რომლებიც დღეს მსჯავრდებულები არიან ექსპერტიზაზე მყოფი ტელეფონებისა თუ კომპიუტერების დალომბარდების გამო. აქედან გამომდინარე, აქ არის ნულოვანი ნდობა. მკაფიოდ გაეცათ პასუხი, რომ არცერთი იქ არსებული ფრაზა, იქნებოდა ეს დაკავშირებული ბიძინა ივანიშვილთან თუ ქართველ ხალხთან, არ არის თემურ ალასანიას საუბარი, ეს არის შეკოწიწებული მისი სხვადასხვა საუბრიდან, გამოყვანილია ისეთი შინაარსი, რომ ხალხი აღშფოთდეს. საქმის მიხედვით უნდა იკვლევდნენ უკანონოდ ჩამწერ, დამმონტაჟებელ და გამავრცელებელ პირებს, მაგრამ ამ თვალსაზრისით დასვეს ორი კითხვა, სინამდვილეში იკვლევენ ჩანაწერების შინაარსი ნამდვილია თუ არა“, – აღნიშნა ბექა ბასილაიამ.

შეგახსენებთ, რომ არსებული ინფორმაციით, თემურ ალასანია კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაიბარეს გამოკითხვაზე. სავარაუდოდ, საგამოძიებო მოქმედება 2018 წელს უკრაინულ საიტზე გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერს ეხება, რომელშიც, სავარაუდოდ, სააკაშვილი თემურ ალასანიას სიტუაციის რადიკალიზაციაზე ესაუბრება.

 

 

 

წყარო: „ინტერპრესნიუსი“
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g