საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში მთავრობა წელს ნებისმიერ შემთხვევაში შეიცვლება. მისივე თქმით, იგი თავის პოლიტიკური ძალასთან ერთად მოემზადება და საქმეს ბოლომდე მიიყვანს. ამის შესახებ სააკაშვილმა „დოიჩე ველეს“ რუსულ რედაქციასთან ინტერვიუში ისაუბრა.

„ვფიქრობ, საქართველოში წელს, მთავრობა ნებისმიერ შემთხვევაში შეიცვლება. მათ მოიპარეს არჩევნები, მაგრამ შემდეგ ევროპელები ჩაერივნენ. მიაღწიეს შეთანხმებას, რომელიც სრულყოფილებამდე ძალიან შორსაა, მაგრამ ხსნის რეფერენდუმის საკითხს, პრაქტიკულად ხელისუფლების ცვლილებას ამ წლის შემოდგომაზე.

ამიტომ, მგონია, რომ პირადად მე და ჩემი პოლიტიკური ძალა მოვემზადებით, ბოლომდე მივიყვანთ საქმეს და არ ვაპირებთ, მათ ქვეყნის განადგურების უფლება მივცეთ“, – განაცხადა სააკაშვილმა.

დასმულ შეკითხვაზე – შეიძლება, თუ არა მთავრობა მას რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნივით მოექცეს,  სააკაშვილმა უპასუხა:

„კი, მაგრამ რუსეთისგან განსხვავებით ქართველი ხალხი საკმარისადაა მობილიზებული. უბრალოდ გასაგიჟებელი მხარდაჭერა მაქვს. ნავალნის მე რეალურად გმირად ვთვლი. ჯერ ასეთი მხარდაჭერა რუსეთში არ არის, მაგრამ დროთა განმავლობაში ის მოვა თუ ის გადარჩება. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკოსის შეფასება სხვადასხვანაირად შეიძლება და მისგან არასასიამოვნო რაღაცები მახსოვს, ის საერთო ჯამში გმირობის სიმბოლოა და ასეთი ხალხი ცოტაა და საჭიროა მათი მხარდაჭერა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სალომე სარიშვილი
ავტორი

მსგავსი თემები