LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაუგზავნა თუ არა ტიკარაძემ წერილი კლინიკებს, რომ ჟანგბადი შეზღუდული რაოდენობით გამოეყენებინათ – გაბუნიას განმარტება

180
წერილი

გაუგზანა თუ არა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ კლინიკებს წერილი, სადაც აღნიშნულია, რომ ვინაიდან ქვეყანაში ჟანგბადის შემოტანა დაგვიანდა, ჟანგბადი შეზღუდული რაოდენობით გამოეყენებინათ.

კითხვა, საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს, თამარ გაბუნიას დაუსვეს:

„დღეს კლინიკებში არის 7400 პაციენტი. ამ პაციენტებიდან დაახლოებით 70% ჟანგბადამოკიდებულია.  ეს კი ნიშნავს იმას, რომ მათ სჭირდებათ ჟანგბადის მიწოდება.

მთელი ამ პერიოდის განმავლობაში კლინიკებთან აქტიუარდ მუშაობს როგორც ეკონომიკის სამინისტრო, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტრო, იმისთვის, რომ ჟანგბადის დამატებითი მარაგების მობილიზება მოხდეს სხვადასხვა ქვეყნიდან. გვეხმარება აზერბაიჯანი და თურქეთი.

გასულ წელს და ბოლო პერიოდის განმავლობაში რამდენიმე კლინიკამ, დაახლოებით 20-25 -მა კლინიკამ თავისი ავტონომიური ქარხანა დაიმატა, ანუ ისინი არავისზე დამოკიდებულები არ არიან.

ეს პროცესი არის მიმდინარე პროცესი. ჩვენ კლინიკებს ყოველთვის ვაფრთხილებთ ჟანგბადის მოხმარების ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით, რომ ისე არ მოხდეს, რომ ჟანგბადის წყარო გახსნილი იყოს და იკარგებოდეს, (გვქონდა სამწუხაროდ ასეთი შემთხვევებიც). ამდენად ეს არის მიმდინარე სამუშაო პროცესი.

განგაშის საფუძველი ნამდვილად არ არსებობს, იმისთვის, რომ გადაზღვევა მოხდეს, როდესაც რომელიმე წყარო რაღაც მომენტში შეფერხდება, მეორე წყარო იყოს ადგილზე, ყველაფერს ვაკეთებთ.

ბუნებრივია, ამის მნიშვნელობა ყველას ესმის და მაქსიმალური მობილიზებაა იმისთვის, რომ კლინიკებს ეს პრობლემა არ შეექმნათ.

მაგრამ მუშაობის რეჟიმი საკმაოდ დატვირთულია, იმისთვის, რომ ჟანგბადის მომარაგება უზრუნველი იქნეს“. – აღნიშნა გაბუნიამ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით კი ქვეყანაში “ჯერჯერობით, ჟანგბადის დეფიციტი არ გვაქვს და ამ თვალსაზრისით ქვეყანა კრიტიკულ მდგომარეობაში არ არის, ყველას, ვისაც სჭირდება, ჟანგბადი მიეწოდება.”

შეგახსენებთ,  ევროპული საქართველოს წევრმა, ვახტანგ კალოიანმა განაცხადა, რომ თუ ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა კიდევ გაიზრდება, ჟანგბადის აპარატების გადანაწილება პაციენტებზე შესაძლოა, შერჩევითად მოხდეს.

დღეს საკოორდინაციო საბჭომ მორიგი შეზღუდვები დააწესა:

25 აგვისტოდან კვების ობიექტები 23:00 საათის ნაცვლად 22:00 საათამდე იმუშავებენ

საქართველო-კოსოვოს საფეხბურთო მატჩი მაყურებლის გარეშე გაიმართება

საკოორდინაციო საბჭოს არჩევნების გადადების საკითხზე არ უმსჯელია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები