LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გაუტეხელ მეგობრობას გააგრძელებთ იმიერში, ეკუ მირუმ არ გიღალატა და ესეც შენთან ერთად მოდის..“ – მეგობრები ქუთაისთან მომხდარი უმძიმესი ავარიის შედეგად გარდაცვლილ გოგონებს ემშვიდობებიან

2471
fot

ცნობილი ხდება, რომ ქუთაისში მომხდარი უმძიმესი ავარიის დროს დაშავებული მე-6 მგზავრი მირანდა ცეცხლაძე, რომელიც გადარჩენისთვის კლინიკაში იბრძოდა, დაიღუპა.

მეგობრები გარდაცვლილ გოგონას ემოციური სიტყვებით ემშვიდობებიან.

მირანდა ეკას მეგობარი იყო, რომელიც ასევე უმძიმეს ავარიას ემსხვერპლა.

ქუთაისში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული გოგონა, რომელიც კლინიკაში მკურნალობდა, გარდაიცვალა

„გამიგია თქვენი მეგობრობის შესახებ, როგორი მყარი მეგობრობა გქონდათ, ისევე გაუტეხელ მეგობრობას გააგრძელებთ იმიერში, ეკუ მირუმ არ გიღალატა და ესეც შენთან ერთად მოდის მიყვარხართ და მუდამ მეყვარებით. არასდროს დამავიწყდება თქვენი ჟრიამული თქვენი ღიმილი არასდროს დამავიწყდება, ისიც როგორ ხელჩაკიდებული მორბოდით, როცა მე დამინახავდით და ორივე როგორ თბილად ჩამეხუტებოდით და მეტყოდით მარიმარი ჩვენ ძალიან გვიყვარხაროოო და ისევ თბილად ჩამეხუტებოდით დამაკლდება თქვენი სითბო მაგრამ გამახსენდება ის, რომ ჩემი ორი და ერთად არის იმ ქვეყნად უფალმა დაგიმკვიდროთ ცათასასუფეველი და ნათელი თქვენს ხსოვნას,“ – წერს მეგობარი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, უმძიმესი ავარია ქუთაისის აეროპორტთან რამდენიმე დღის წინ მოხდა.

მსუბუქი ავტომანქანა ქუთაისიდან სამტრედია ბათუმის მიმართულებით მოძრაობდა, რა დროსაც ბოძს შეეჯახა და აფეთქდა.

ავარიას 4 ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა, ისინი მეგობრები იყვნენ.

ასევე დაიღუპა ლანჩხუთელი გოგონა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g