LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია ვოლსკი: სტიქიური უბედურება დაატყდა თავს განვითარებულ ევროპას, ჩინეთს, აშშ-ს, მაგრამ არავის უფიქრია სვავის ინსტინქტით, გააფთრებული შეტევა მიეტანა ხელისუფლებაზე

182
ფორტუნა - 2023-08-30T141937.670

„აღარ მოვიყვან მაგალითებს, რა სტიქიური უბედურება დაატყდა თავს განვითარებულ ევროპას, ჩინეთს, აშშ-ს, მაგრამ არავის უფიქრია გააფთრებული შეტევა მიეტანა ხელისუფლებაზე, სვავის ინსტინქტით პოლიტიკურ ველზე დივიდენდის მისაღებად“, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციის მოთხოვნას, შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნაზე.

„არ მახსოვს ასეთი უხვი ნალექი ბოლოს როდის იყო დედაქალაქში” - კახა კალაძე

„არ მახსოვს ასეთი უხვი ნალექი ბოლოს როდის იყო დედაქალაქში” - კახა კალაძე

ვოლსკის თქმით, ცდილობენ ოჯახები დაარწმუნონ, რომ ადამიანების გადარჩენის მექანიზმი არსებობდა, რომელიც ხელისუფლებამ „განზრახ არ გამოიყენა“.

ვატო სურგულაძე: რატომ გაიჭედა კოლექტორები, ჩვენ გვეკითხება ბატონი მერი? რატომ არ არის გაწმენდილი?

„სტიქიური უბედურება იქნება, მკვლელობა თუ ნებისმიერი შემთხვევა, რომელიც უკავშირდება ადამიანის ტრაგედიას, გამოყენებულია, რომ პოლიტიკური დივიდენდი მიიღონ. მე აღარ მოვიყვან მაგალითებს, რა სტიქიური უბედურება დაატყდა თავს განვითარებულ ევროპას, გინდა ჩინეთს, გინდა აშშ-ს, მაგრამ არავის უფიქრია, რომ გააფთრებული შეტევა მიეტანა სვავის ინსტინქტით, რომ პოლიტიკურ ველზე დივიდენდი მიეღო. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია და ეს ერთადერთი ფაქტი არ არის, უბრალოდ, შოვი თავისი ტრაგედიის მასშტაბით სხვა მოვლენებთან დიდი იყო, მაგრამ ეს არაფერს ცვლის, კონკრეტული ოჯახები დაზარალდა და ახლა ცდილობენ ოჯახები, მათი ახლობლები დაარწმუნონ, რომ არსებობდა გადარჩენის მექანიზმი, რომელიც ხელისუფლებამ განზრახ არ გამოიყენა. ეს არის სავალალო და მადლობა ღმერთს, ეს ადამიანებს კარგად ესმით,“ – განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, გუშინ, 29 აგვისტოს ძლიერმა წვიმამ თბილისის სხვადასხვა უბნებს პრობლემები შეუქმნა.

ძლიერმა წვიმამ თბილისის სხვადასხვა უბნებში პრობლემები შექმნა

ვიდეო: „ვიმყოფები მეტრო ახმეტელის მიმდებარე ტერიტორიაზე…აქ სანიაღვრე სისტემამ ნალექის გატარება ვერ მოახერხა, რადგან შიგნით ძალიან ბევრი ნაგავი იყო ჩატენილი” – კონსტანტინე ზარნაძე მიმართვას ავრცელებს

კალაძე: დედაქალაქში მიწისქვეშა კომუნიკაციების პრობლემაა და ამას პირველი ჩვენ ვამბობთ – წუხანდელმა ნალექმა პრობლემები შექმნა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g