გიგი ადამაშვილი სოციალურ ქსელში „მთავარი არხის“ საახალწლო გადაცემიდან ფოტოს ავრცელებს, სადაც მასთან ერთად სცენაზე ახლად დაბრუნებული სოფო ნიჟარაძეა გადაღებული და წერს:
„ისეთ ადამიანებთან ერთად ვიწყებ ახალ წელს, რომ უკვე ვიცი, 2022 საუკეთესო იქნება!
31 დეკემბერს მთავარი არხის ეთერში ჩემი და სოფია ნიჟარაძის დუეტი ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად.
განსაკუთრებული მადლობა ნიკოლოზ რაჭველს!“