LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიგი წერეთელი: საქართველოს მესამე პრეზიდენტი პუტინის გასახარად არის საპატიმროში, ეს არათუ სამწუხაროა, ძალიან მძიმე მოვლენაა

91
გიგი წერეთელი

 „ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგი წერეთლის განცხადებით, ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ „ის პროვოკაციები რაც ვნახეთ, იგივე გზების ჩაკეტვა და ა.შ არანაირად არ მოხდეს და მშვიდობიანი ხასიათი იქნას შენარჩუნებული.“

მისი აზრით, დღევანდელ აქციას სოლიდარობა ექნება, შემდგომში კი, საზოგადოების წნეხმა უნდა მოიტანოს ხელისუფლების მხრიდან სწორი გადაწყვეტილება, რაც წერეთლის თქმით, საპატიმროდან სააკაშვილის გათავისუფლება იქნება.

გზას უკეტავენ აქციაზე მიმავალ მოქალაქეებს, ხელისუფლებას სამოქალაქო მშვიდობის ნაცვლად, ძალადობის პროვოცირება აინტერესებს: გიგა ბოკერია

„დღევანდელ აქციას, რა თქმა უნდა, სოლიდარობა და მხარდაჭერა ექნება როგორც ვიცი, ძალიან ბევრი ადამიანი აპირებს ამ აქციაზე მისვლას, ასეთ პროცესი აუცილებელია დემოკრატიისთვის.

ხალხის ხმა უნდა იყოს გაგონილი მაშინ, როცა არიან პოლიტპატიმრები და საქართველოს მესამე პრეზიდენტი პუტინის გასახარად არის საპატიმროში, ეს არათუ სამწუხაროა, ძალიან მძიმე მოვლენაა.

„არანაირი დარბევა, სიტყვაც არ გამოიყენოთ“- კუჭავა დარწმუნებულია, რომ სამართალდამცავები შეძლებენ აქცია მშვიდობიან ფორმატში ჩატარდეს

„ვისურვებდი, რომ სვეტიცხოვლობას, ყველა ჩავფიქრდეთ, რამდენად სასიცოცხლოდ საჭიროა ჩვენი ქვეყნისთვის ერთიანობა, ერთმანეთის გვერდში დგომა"

ამას რა თქმა უნდა, სჭირდება ხალხის ხმა, აქტივობა, მშვიდობიანი პროცესი, რაც ვფიქრობ, იქნება გარანტირებული ორგანიზატორების მიერ, ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ეს პროვოკაციები, რაც ვნახეთ იგივე გზების ჩაკეტვა და ა.შ. არანაირად არ მოხდეს და მშვიდობიანი ხასიათი იქნას შენარჩუნებული.

შემდგომში კი, საზოგადოების წნეხმა უნდა მოიტანოს ხელისუფლების მხრიდან სწორი გადაწყვეტილება, რაც სააკაშვილის გათავისუფლება საპატიმროდან იქნება“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს 18:00 საათზე „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით, თავისუფლების მოედანზე მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართება.

პოპულალურები