LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ფხაკაძე: „ვფიქრობ, საქართველოში სკოლების დაწყებასთან ერთად, კოვიდით ინფიცირების ალბათობა საკმაოდ მაღალია…“

777
fxakadze

ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სწავლის დაწყებას ეხმიანება და წერს ბოლო კვლევის შესახებ, რომელიც ინფიცირების ალბათობას აჩვენებს:

„სკოლების საყურადღებოდ❗️❗️❗️

✅ბოლო კვლევა ბრიტანეთის (ოქსფორდის) და ამერიკის (კოლორადო ბოულდერ) უნივერსიტეტებიდან❗️

✅კვლევა აჩვენებს ინფიცირების ალბათობას. გააჩნია, თუ რა გარემოში ხართ❗️

✅ვფიქრობ, საქართველოში სკოლების დაწყებასთან ერთად კოვიდით ინფიცირების ალბათობა საკმაოდ მაღალია და ზემოაღნიშნული კვლევა უნდა იქნას გამოყენებული თითოეულ სკოლაში, რათა შესაძლო რისკები შემცირდეს.

✅ასევე, კვლევამ აჩვენა,  რომ სამედიცინო პირბადე, ნაკლები ლაპარაკი (სკოლაში ეს როგორ მოხერხდება, არ ვიცი ), დისტანციის დაცვა და ერთ სივრცეში ნაკლები ხნით გაჩერება ამცირებს კოვიდის გავრცელების რისკებს.

✅რისკები იზრდება თუ:

?არ ვიყენებთ სამედიცინო პირბადეს

?სპორტული ვარჯიშების დროს

?სიმღერის დროს

?ყვირილისას

?დახურულ სივრცეში ვენტილაციის გარეშე ყოფნის დროს (სივრცე ყოველ 10 წუთში უნდა განიავდეს) აუცილებელია:

?პერსონალური ჰიგიენის დაცვა

?საპირფარეშოების მკაცრი ჰიგიენური ნორმებისა და განიავების სტანდარტების დანერგვა

✅ჯანმრთელობას გისურვებთ…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები