მწერალი გიორგი კეკელიძე ხურვალეთში ახლახან გარდაცვლილი დათა პაპას სახელობის სტიპენდიის დაწესებას აპირებს. ამის შესახებ თავად დაწერა სოციალურ ქსელში:
„ბევრი ვიფიქრეთ, რა გაგვეკეთებინა ამ დიდი კაცი ხსოვნის პატივსაცემად და მცირე მოვიფიქრეთ. #გურულიდღიურებისფონდი დათა პაპას სტიპენდიას დააწესებს და მას ოკუპაციის გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსწავლეებს დაუნიშნავს პერიოდულად“.
შეგახსენებთ, რომ ხურვალეთის მკვიდრი, დავით ვანიშვილი ახლახან გარდაიცვალა. ის ოკუპაციასთან შეურიგებლობის სახედ იქცა…