LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი კეკელიძე: „დღეს „ბიბლუსის“ შემოქმედებითი დირექტორი გავხდი – ვაფუძნებთ „წიგნიერების გამავრცელებელ საზოგადოებას“ 

1633
გიორგი-კეკელიძე1

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობის დატოვების შემდეგ, გიორგი კეკელიძე კომპანია „ბიბლუსის“ შემოქმედებითი დირექტორი გახდა.

ამის შესახებ კეკელიძე სოციალურ ქსელში თავად წერს და ამბობს, რომ დაფუძნდება „წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოება“:

„დღეს გავხდი კომპანია „,ბიბლუსის“ შემოქმედებითი დირექტორი. ვაფუძნებთ „წიგნიერების გამავრცელებელ საზოგადოების“, რომლის თავმჯდომარეც ვიქნები – ეს საქმე ქართული სოფლების სკოლებისა და ბიბლიოთეკების წიგნებითა და კომპიუტერებით მომარაგებას მოემსახურება“. – წერს გიორგი კეკელიძე.

„დღეს ეროვნულ ბიბლიოთეკას დავემშვიდობე, დავემშვიდობე თანამშრომლებს.. იყო ბევრი ცრემლი და იყო ღიმილიც.. მათ აუცილებლად უნდა გააგრძელონ ამ საქმის კეთება ახალ მენეჯერთან ერთად.. ეს კი ბიბია, რომელიც ერთი წლის შევიფარეთ, სულ ბოლოს მას ვუთხარი ნახვამდის“ – გიორგი კეკელიძე 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g