რადიო „არ დაიდარდო“ 19 წლის გახდა!. ზუსტად ამდენივე წელია, მისი მენეჯერი გიორგი მშვენიერაძე გახლავთ, რომელიც არჩევს სიმღერებს ყველაზე რეიტინგული და ჭეშმარიტად ქართული რადიოტალღისთვის.
გიორგი მშვენიერაძე:
რადიო „არ დაიდარდო“ უკვე 19 წლისაა და ჩემთვის მართლა შვილივითაა. ზუსტად ისეთი შეგრძნება მაქვს, შვილი რომ დაიბადება და რომ გაზრდი. ეს არის მთელი ცხოვრება… 19 წელი!.. ვიცი, რომ წარმატების კიდევ ბევრი წელია წინ. ვეცდებით, რომ არ შეიცვალოს მისი პირველი პოზიციაც რეიტინგებში, რადგან საქართველოში, ვფიქრობ, ეროვნული რადიო პირველ ადგილას უნდა იყოს.
როცა ჩვენი რადიო გაიხსნა, ძალიან დიდი ბუმი იყო. შემდეგ რელსებზე დადგა და კალაპოტში ჩადგა. დღევანდელ დღეს ინტერნეტსივრცესთან ჭიდილი რთულია, მაგრამ სოციალური ქსელებისა და საიტების პირობებში და ამხელა კონკურენციაში, სადაც ამდენი ინფორმაცია, პოსტი, ჭორი და მართალი ქვეყნდება, რადიოს კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება. პატარა პროცენტია, ამხელა სოციალურ ქსელში, რომ სიმღერა მოთხოვნადი და პოპულარული გახდეს. შედევრი უნდა იყოს ალბათ, ხოლო „არ დაიდარდოს“ სივრცეში ეს ბევრად მარტივია, რადგან კონკრეტულად მუსიკალური არხია. ვფიქრობ, სიმღერის პოპულარიზაციისთვის რადიო „არ დაიდარდო“ რჩება საუკეთესო პლატფორმად. მით უმეტეს, საცობების პირობებში, რა უნდა აკეთო? უნდა მოუსმინო რადიო „არ დაიდარდოს“ (იღიმის).
თაკო მელიქიშვილი: „რომ არა რადიო „არ დაიდარდო“, ჩემი ცხოვრება, ალბათ, სხვანაირი იქნებოდა…“