უკვე მერვე წელია, რადიო „არ დაიდარდოს“ გუნდს შეუერთდა მომღერალი და წამყვანი, ლევან გულბათაშვილი, რომლისთვისაც ეს რადიო წარმატების ფორმულასთან ასოცირდება.
ლევან გულბათაშვილი:
„რადიო „არ დაიდარდო“, ვფიქრობ, ყველასთვის, ვისაც უყვარს ქართული სიმღერა და რადიო, არის ყველაფერი – სიყვარულის, ბედნიერებისა და პოზიტივის განცდასთან დაკავშირებული რადიო. ჩემთვის, როგორც წამყვანისთვის და ქართული სიმღერის შემსრულებლისთვის, წარმატების უდიდესი პლატფორმაა, რაც შეიძლება, ჩვენს ქვეყანაში მოიძებნოს. ამის იქით წარმატების ფორმულა FM ტალღაზე არ არსებობს.
მერვე წელი დაიწყო, რაც „არ დაიდარდოს“ წამყვანი ვარ. ამ რადიოს გარეშე, მართლა გეუბნებით, ვერ წარმომიდგენია ჩემი ცხოვრება. არ მეგულება სხვა რადიო, სადაც გადავალ და ვიმუშავებ. თუ „არ დაიდარდოში“ არ ვიმუშავებ, სხვაგან ნამდვილად არასდროს გადავალ…“
გიორგი მშვენიერაძე: „რადიო „არ დაიდარდო“ ჩემთვის მართლა შვილივითაა, რომელიც დღეს 19 წლის გახდა!..“
თაკო მელიქიშვილი: „რომ არა რადიო „არ დაიდარდო“, ჩემი ცხოვრება, ალბათ, სხვანაირი იქნებოდა…“
ვიდეო: რადიო „არ დაიდარდო“ დაბადების დღეს აღნიშნავს: „მრავალი რეიტინგული წელი ჩვენც და თქვენც…“