LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: რადიო „არ დაიდარდო“ დაბადების დღეს აღნიშნავს: „მრავალი რეიტინგული წელი ჩვენც და თქვენც…“

239
არ-დაიდარდო

მედიაჰოლდინგ „ფორტუნაში“ შემავალი რადიო „არ დაიდარდო“ 19 წლის იუბილეს აღნიშნავს. 2004 წლის 1-ელ ივნისს FM სივრცეში პირველ ქართულ რადიოში პირველად მრავალჟამიერი აჟღერდა. მას შემდეგ კი, რადიო „არ დაიდარდო“ მთელი ქვეყნის მასშტაბით მსმენელისთვის მუსიკალურ განწყობას ქმნის.

„რუსთავი 2“-თან საუბრისას რადიოს წამყვანმა, ლაშა რამიშვილმა აღნიშნა:

„ვულოცავ დაბადების დღეს „არ დაიდარდოს“. ყოველთვის, როგორც იყო და არის რეიტინგების წინა ხაზზე, ასე უნდა იყოს მთელი ცხოვრება!..“

გულბათი, „არ დაიდარდოს“ წამყვანი:

„მინდა, ჩვენს ყველა მსმენელს მივულოცო და ვუსურვო ყველაზე დიდი ბედნიერება… „რუსთავი 2“-საც ვულოცავ დაბადების დღეს. მრავალი რეიტინგული წელი ჩვენც და თქვენც…“

ლაშა რამიშვილი: „არ დაიდარდოში“ მთავარი მსმენელის მუხტია… კმაყოფილი მსმენელი აქტიურად გვწერს…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g