LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიული ალასანია: „კალიუმია“ დაქვეითებული…ველოდებით ექიმების ჩამოსვლას

244
BeFunky-collage (1)

“ველოდებით ექიმების ჩამოსვლას. ახლა ის პროცესი გვაქვს, რომ ექიმებმა მიიღონ ლიცენზია აქ,” – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ კლინიკა „ვივამედიში“ სააკაშვილის მონახულების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სააკაშვილს “კალიუმი” აქვს დაქვეითებული და გადასხმა უკეთდება.

„როგორც ჩანს, „კალიუმია“ დაქვეითებული და მთელი ის პერიოდი, რაც მას გვერდით ვეჯექი, გადასხმა გრძელდებოდა. სხვა მხრივ, ველოდებით ექიმების ჩამოსვლას. ახლა ის პროცესი გვაქვს, რომ ექიმებმა მიიღონ ლიცენზია აქ, მათი საბუთები ახლა არის სამინისტროში. არდადეგების პერიოდია და ალბათ, რაღაცნაირად გაუკეთებენ ორგანიზებას“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები