LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გრიგორიადისის ბაბუა: „თუ განაჩენი დადგება, მინდა რომ ჩვენმა პრეზიდენტმა ლაზარე შეიწყალოს“

160
გია კალანდაძე, ლაზარე და სალომე

ლაზარე გრიგორიადისის ბაბუა გია კალანდაძე ვარაუდობს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლო მისი შვილიშვილის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს.

მამის დაჭრის საქმეზე ლაზარე გრიგორიადისს 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

როგორც კალანდაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ასეთი შთაბეჭდილება პროცესის მიმდინარეობიდან რჩება და ფიქრობს, რომ ეს დავალება „ზემოდან მოდის“, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებიდან.

ირაკლი კობახიძე: „თუ პრეზიდენტი გრიგორიადისს შეიწყალებს, ასეთი სიგნალის გაშვება პირდაპირ რევოლუციური პროცესების წახალისებას ნიშნავს“

„რა თქმა უნდა, ეს იქნება ერთგვარი სიგნალი გრიგორიადისის მსგავსი ახალგაზრდებისთვის, რომ პოლიციელის ცოცხლად დაწვა შეიძლება, დაუსჯელი დარჩეს.“

„თუ განაჩენი დადგება, მინდა რომ ჩვენმა პრეზიდენტმა ლაზარე შეიწყალოს“. – აღნიშნა გია კალანდაძემ.

ინფორმაციისთვის, 7-9 მარტის აქციებზე დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს მიმდინარე წლის 31 მარტს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მან 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა.

„პოლიციას პირდაპირ „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლა და ცოცხლად დაწვა გადაწყვიტა ვიღაც ბინძურმა – ვერავინ გამოიყვანს“ – ირაკლი ღარიბაშვილი

გამოყენებულია ტვ „ფორმულას“ ფოტო
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g