LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გვარამია მოსამართლეს: არარსებულ დანაშაულებს ვიღებ საკუთარ თავზე, თუ ვინმე უნდა გაუშვათ ციხეში, მხოლოდ მე ვიყო

451
გვარამიას პროცესი

ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, ის „არარსებულ დანაშაულებს თავის თავზე იღებს და მასთან ერთად ბრალდებული ადამიანები განსასჯელის სკამზე მხოლოდ იმიტომ სხედან, რომ მისთვის ბრალის წარდგენა მათ გარეშე, იურიდიულად არ გამოდიოდა.“

„აქ სხედან სხვა ადამიანები ბრალდებულის სკამზე, რომლებიც რეალურად, სლენგით რომ ვთქვა, არიან „პრიკუპში“ მოყოლილები, იმიტომ, რომ ჩემთვის ბრალის წარდგენა მათ გარეშე არ გამოვიდა. ჩათვალეთ, რომ უცნაური რამის თქმა მომიწევს, არარსებულ დანაშაულებს ვიღებ საკუთარ თავზე, ყველას. თუ ვინმე, უნდა გაუშვათ ციხეში, მხოლოდ მე ვიყო.“– მიმართა გვარამიამ მოსამართლეს.

ცნობისთვის, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეზე დასკვნითი სხდომა გაიმართა. მოსამართლემ საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადება რამდენიმე დღით გადადო.

შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამიას პროკურატურა სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის „კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობით გამოყენებას“ ედავება. ამავე საქმეზე გვარამიასთან ერთად ბრალდებულია კიდევ ორი პირი – კახა დამენია და ზურაბ იაშვილი.

„რაც არ უნდა მოხდეს აქ, არავითარ შემთხვევაში ეს არ ღირს ნერვიულობად… სოფო, შენ იცი, რომ ნიკა გვარამია გარეთ უფრო პარადოქსია ვიდრე ციხეში“ – ნიკა გვარამიამ სასამართლო დარბაზიდან ოჯახს ემოციური სიტყვით მიმართა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები