LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გვარამია სააკაშვილზე: ძალიან აღშფოთებულია, რომ მისი ჯანმრთელობის მონაცემები ქვეყნდება მისი თანხმობის გარეშე

47
BeFunky-collage (19)

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების თქმით, ექსპრეზიდენტი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მასთან შეუთანხმებლად გასაჯაროვების გამო აღშფოთებულია.ამის შესახებ ნიკა გვარამიამ ისაუბრა მედიასთან.

ამასთან, ნიკა გვარამიამ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და განსაკუთრებული ცვლილებები არ შეუნიშნავს.

„მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. განსაკუთრებული ცვლილებები მე პირადად ვერ შევნიშნე. მესმის, რომ ექიმები გაცილებით ყურადღებიანები არიან, მაგრამ ამ შემთხვევაში, მე ვფიქრობ, რომ არ ღირს უტრირება ამ საკითხების, რადგან საზოგადოება იზაფრება გარეთ და სააკაშვილს პროტესტი აქვს შიგნით. მან გუშინ უსმინა ყველაფერს, რაც არხების მეშვეობით გადიოდა და შესაბამისად, დღეს აქედან გამომდინარე გააკეთა განცხადება. წაგიკითხავთ. იგი ძალიან აღშფოთებულია, რომ მისი პირადი მონაცემები, ჯანმრთელობის მონაცემები ქვეყნდება მისი თანხმობის გარეშე, რაც წარმოადგენს, რა თქმა უნდა, მისი უფლებების მძიმე დარღვევას.

ძალიან მხნედ გამოიყურება, ცოცხალია და სიკვდილს ნამდვილად არ აპირებს. ელოდება თავისუფლებას,  რომლის მომტან ძირითად საშუალებად მას არჩევნებში გამარჯვება მიაჩნია. საკუთარ მომხრეებს შემოუთვალა, რომ თუ მასზე ზრუნვა სურთ, ეს არ არის წინასწარ გლოვა, არამედ არის არჩევნებში გამარჯვების უზრუნველყოფა, რაც დამოკიდებული იქნება მისი მომხრეების მონდომებაზე, ენერგიულობასა და ჩართულობას საარჩევნო კამპანიაში“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის პირადი ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში გუშინ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.

სააკაშვილის ექიმი ყოფილი პრეზიდენტის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს: პროგნოზი ყველა ვარიანტში არის ერთი – ლეტალური გამოსავალი ანუ სიკვდილი

მოგვიანებით, ინფორმაცია გაავრცელა სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმაც, რომლის თანახმად, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ მისი მდგომარეობა გაუარესდა.

პენიტენციური სამსახური – მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ დროისათვის, დამაკმაყოფილებელია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g