LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაპონიის მთავრობა კომპანიებს ჩინეთის დატოვების სანაცვლოდ ფინანსურ დახმარებას გაუწევს

280
japanhlpchina

იაპონიის მთავრობა ფინანსურად დაეხმარება იმ კომპანიებს, რომლებიც თავის წარმოებას ჩინეთიდან გაიტანენ. დახმარებას მიიღებენ როგორც ის კომპანიები, რომლებიც იაპონიაში დაბრუნდებიან, ასევე ის კომპანიები, რომლებიც ჩინეთს დატოვებენ და სხვა ქვეყნებში გადაიტანენ წარმოებას. აღნიშნულ ცნობას scmp.com ავრცელებს.

წყაროს ინფორმაციით, იაპონიის მთავრობამ არსებული ეკონომიკური კრიზისის ფონზე კომპანიების დასახმარებლად 2,2 მილიარდი აშშ დოლარი გამოყო. თანხა მთლიანად ეკონომიკური სტიმულირების პაკეტს მოხმარდება და მისი საშუალებით იაპონელი მწარმოებლები, რომლებსაც ჩინეთში აქვთ წარმოება, ნაკლები დანაკარგებით შეძლებენ მის სხვა ქვეყანაში გადატანას.


უფრო კონკრეტულად, 220 მილიარდი იენი (2 მილიარდი აშშ დოლარი) მოხმარდება იმ კომპანიების დახმარებას, რომლებიც ჩინეთიდან იაპონიაში გადაიტანენ წარმოებას. ის კომპანიები კი, რომლებიც ჩინეთიდან სხვა რომელიმე ქვეყანაში გადაწყვეტენ წარმოების გადატანას, საერთო ჯამში იაპონიის მთავრობისაგან დახმარების სახით 23,5 მილიარდ იენს მიიღებენ.

მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი იაპონიის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, იაპონიამ მაინც მიიღო ასეთი გადაწყვეტილება, რადგან თებერვლაში კორონავირუსის გამო დახურული ქარხნების ფონზე ჩინეთიდან იაპონიაში იმპორტი თითქმის განახევრდა, რამაც იაპონელ მწარმოებლებს სერიოზული ფინანსური ზიანი მიაყენა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები