LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იენს სტოლტენბერგისა და ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა ისევ ჩაინიშნა

88
3c8d1337-f59e-4728-bc9c-233c9fa47b8d-770x513

ნატო-ს ვებგვერდზე განახლდა ინფორმაცია ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგისა და ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრის შესახებ.

პრესრელიზის თანახმად, ნატოს გენერალური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილს დღეს მიიღებს.

„იენს სტოლტენბერგი 18 მაისს მიიღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს“, – აღნიშნულია ნატო-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მანამდე, ნატოს ვებ გვერდზე აისახა, რომ ღარიბაშვილსა და სტოლტენბერგს შორის დაგეგმილი შეხვედრა გაუქმდა.

თუმცა, მიზეზი დასახელებული არ იყო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები