საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, ფინიშის ხაზს მიუახლოვდნენ და ბოლოს და ბოლოს სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ დასკვნა დაიდება.
„ბოლოს და ბოლოს ამ ფინიშის ხაზს მივუახლოვდით და იმედია, ეს დასკვნა დაიდება, კარგი არაფერია ამ დიაგნოზებში, მაგრამ რაღაც გზას დავადგებით ბოლოს და ბოლოს.
იმედი მაქვს, რომ გაითვალისწინებს ის ხალხი, ვისაც ეკუთვნის, რომ ეს გაითვალისწინოს და რაღაც საშუალებას მისცემენ ჩემ შვილს, რომ ბოლოს და ბოლოს თავის ჯანმრთელობას მიხედოს და გადარჩეს.. იმედი მაქვს, რომ ჩატარდება ის პროცესი, რომელსაც ამდენი ხანია ველოდებით და ალბათ, მიშას შესახებ ლოგიკურ დასკვნას მიიღებენ“, – განაცხადა ალასანიამ.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა ასევე გამოეხმაურა პოლონეთის სეიმის თავმჯდომარის მოადგილის, მალგოჟატა გოშევსკას კლინიკა „ვივამედში“ მისვლას.
„ძალიან კარგია, რომ მალგოჟატამ გაგვახსენა მისი დამსახურება საქართველოს წინაშე და მას კიდევ ერთხელ მინდა მადლობა ვუთხრა, ყველაფრისთვის, რაც მან ჩვენთვის იმ რთულ წლებში გააკეთა. პოლონეთს და საქართველოს საუკუნოვანი მეგობრობა აკავშირებს, ეს ძალიან ძველი ამბავია“, – განაცხადა გიული ალასანიამ.