LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თაკო ჩარკვიანი: ამ ხელისუფლებამ არც თანამედროვე სახელმწიფოს შემქმნელის ანუ სააკაშვილის ფასი იცის, არც ქართველი ხალხის

48
befunky-collage-3-2022-10-24_11-39-06_663522

ამ ხელისუფლებამ არც თანამედროვე სახელმწიფოს შემქმნელის ანუ სააკაშვილის ფასი იცის, არც ხალხის და არც ქართული სახელმწიფოებრიობის,  – ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმა მას შემდეგ განაცხადა, რაც პოლონეთის სეიმის თავმჯდომარის მოადგილე მალგოჟატა გოშევსკა კლინიკა „ვივამედში“ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად არ შეუშვეს.

“შესაბამისად, ვინც ეხმარება ქართულ სახელმწიფოს, რომ დასავლური ღირებულებების გზას დაადგეს და გახდეს მისი ოჯახის წევრი, ყველა ის ადამიანი სძულს და ეზიზღება. ეს იყო პასუხი და ამიტომ არ შეუშვეს დღეს მალგოჟატა გოშევსკა”, – აღნიშნა თაკო ჩარკვიანმა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებას არ უნდა, რომ ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღოს, რადგან სტატუსის მიღების შემთხვევაში, „მათ ძალაუნებურად მოუწევთ კანონის იმ ჩარჩოებში ყოფნა, რასაც დასავლეთი ითხოვს“.

ამასთან, როგორც პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა განაცხადა, უხერხულობისგან სად წასულიყო არ იცოდა, როდესაც პოლონეთის სეიმის თავმჯდომარის მოადგილე საქართველოს ხელისუფლებას ახსენებდა ვინ არის და რა დამსახურებები აქვს მას.

პოლონეთის საელჩოსთან გაუთავებელი რიგებია, საქართველოს მოქალაქეები ცდილობენ წავიდნენ პოლონეთში არა იმიტომ, რომ ჩემი ქვეყანა უყვართ, არამედ სოციალური გაჭირვების გამო – მალგოჟატა გოშევსკა

„ვითომ უნდათ სტატუსი და განზრახ იქცევიან ზუსტად ისე, როგორც იქცევა რუსული მმართველობის ხელისუფლება. ეს არის ის, რასაც მიანიშნებენ – არ უნდათ, რომ ქვეყანამ სტატუსი მიიღოს, იმიტომ, რომ სტატუსის მიღების შემთხვევაში, მათ ძალაუნებურად მოუწევთ კანონის იმ ჩარჩოებში ყოფნა, რასაც დასავლეთი ითხოვს. შესაბამისად, გამოკვეთილად ნიშანს აძლევენ, პირდაპირ მესიჯს აგზავნიან დასავლეთთან, შეურაცხყოფენ ყველაფერს, ისე აკეთებენ, რომ ჩვენმა ქვეყანამ არ მიიღოს სტატუსი. ისინი არ აპირებენ ამ 12 პუნქტის შესრულებას. დეკლარირებენ თითქოს უნდათ დემოკრატია და ისე იქცევიან, როგორც მოიქცეოდა პუტინის მსახური, რადგან ისინი მართლაც რუსული ხელისუფლების მსახურნი არიან. რაც უფრო დროულად მიხვდებით, რომ მოვიცილოთ ხელისუფლება, რომელიც საქართველოს უპირებს ჩატოვოს პუტინის მმართველობის სივრცეში, მით უფრო ამოისუნთქავს საქართველო“,- აღნიშნა ჩარკვიანმა.

შეგახსენებთ, პოლონეთის სეიმის თავმჯდომარის მოადგილე მალგოჟატა გოშევსკას დღეს პატიმარ მიხეილ სააკაშვილის საპატიმრო დაწესებულებაში ნახვის უფლება არ მიეცა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა პოლონელ პოლიტიკოსს არ ეძლევა საშუალება მოინახულოდ პატიმრობაში მყოფი სააკაშვილი. მან ყოფილი პრეზიდენტის მონახულება 2022 წლის ივნისშიც უშედეგოდ სცადა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები