პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში ოჯახურ ფოტოს აქვეყნებს, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
კომენტარებში პრემიერის მიმდევრები წერენ, რომ გოგონა ძალიან ჰგავს მამას.
„ბედნიერება თქვენს ოჯახს“. – ვკითხულობთ ფოტოს კომენტარებში.
ირაკლი ღარიბაშვილს და ნუნუკა თამაზაშვილს ოთხი შვილი ნიკოლოზი, ანდრია, გაბრიელი და ნინო ჰყავთ. ერთ-ერთ ინტერვიუში ღარიბაშვილი ამბობდა, რომ ნინოს პრემიერობა უნდა.
ღარიბაშვილის გოგონას პოლიტიკოსობა უნდა – „დიდი რომ გავიზრდები, პრემიერი ვიქნები“
ღარიბაშვილი ოჯახურ ფოტოებს სოციალურ ქსელში იშვიათად აქვეყნებს, თუმცა მათ დიდი გამოხმაურება აქვს ხოლმე.
გთავაზობთ პრემიერის საოჯახო ალბომს მისი „ინსტაგრამიდან“.
.