LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯაფარიძე: „სააკაშვილი არის გასათავისუფლებელი, „ოცნება“ ამ ნაბიჯის გადამდგმელი არ არის“

164
ზურაბ ჯაფარიძე და მიხეილ სააკაშვილი

„ქართული ოცნება“ სააკაშვილის გათავისუფლების ნაბიჯს არ გადადგამს, ვიდრე მეორე მხარეს ანგარიშგასაწევი ძალა არ იქნება, ამას სჭირდება ოპოზიციურ ფლანგზე დიდი ერთობა“, – ამის შესახებ „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

როგორც მანვე აღნიშნა, სააკაშვილი არის გასათავისუფლებელი, როგორც ჯანმრთელობის მდგომარეობის, ისე იმის გამო, რომ პოლიტიკურად დევნილია.

"გვაქვს გეგმა B...წარმოდგენაც არ აქვთ, ისეთი ქარიშხალი დატრიალდება" - შალვა ხაჭაპურიძე

"გვაქვს გეგმა B...წარმოდგენაც არ აქვთ, ისეთი ქარიშხალი დატრიალდება" - შალვა ხაჭაპურიძე

„მგონი, მოსალოდნელი იყო, რომ „ქართული ოცნება“ არ გაითვალისწინებდა, მათ შორის არც უცხოელი ექსპერტების დასკვნას. ამაში ახალი არაფერია. სააკაშვილი არის გასათავისუფლებელი, როგორც ჯანმრთელობის მდგომარეობის, ისე იმის გამო, რომ არის პოლიტიკურად დევნილი.

„ქართული ოცნება“ ამ ნაბიჯის გადამდგმელი არ არის, რადგან სხვანაირი მენტალიტეტის ხალხია. ისინი მიიჩნევენ, რომ ეს იქნება უკან დახევა და სისუსტის ჩვენება, ვიდრე არ იქნება მეორე მხარეს ანგარიშგასაწევი ძალა, რომელიც აიძულებს, ეს ნაბიჯი გადადგას. ამ ძალას სჭირდება ოპოზიციურ ფლანგზე დიდი ერთობა.“ – განაცხადა ჯაფარიძემ.

გიული ალასანია: „გახსოვდეთ, რომ ყველანაირი სპეკულაცია ვნებს მიშას ისედაც შერყეულ ჯანმრთელობას, გთხოვთ პატივი სცეთ მიხეილ სააკაშვილისა და მისი ოჯახის ღირსებას“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები