LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანსაღი კვების წესები ნატა გაგუასგან – „არ წახვიდეთ საკვები პროდუქტების საყიდლად მშიერი“

431
Untitled design (1)

ნუტრიციოლოგი ნატა გაგუა საზოგადოებას სასარგებლო რჩევებს ხშირად უზიარებს.

ამჯერად ნატა გაგუა სოციალურ ქსელში ჯანსაღი კვების წესებზე წერს:

1. სასურველია მიირთვათ ყოველდღე მინიმუმ 3-ჯერ, ხოლო მაქსიმუმ 5 ჯერ – ზომიერი ულუფებითა და 2-4-საათიანი ინტერვალებით.
ამავდროულად, გახსოვდეთ, საკვები უნდა მიიღოთ ნელა. გაუსინჯეთ თითოეულ პროდუქტსა და კერძს მისი უნიკალური გემო. კვებისადმი ასეთი მიდგომა დანაყრებისა და კმაყოფილების განცდას უწყობს ხელს.
2. კვების რაციონში მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჯანსაღი პროდუქტების გამოყენება, არამედ ამა თუ იმ კერძის სწორად მომზადების ცოდნაც, რათა მომზადებისას ყველა არსებული სასარგებლო თვისება შევინარჩუნოთ.
დილით, საუზმემდე მინიმუმ 30 წუთით ადრე დალიეთ წყალი. დღის განმავლობაში არ დაგავიწყდეთ მისი მიღება. წყალი უმჯობესია იყოს ოთახის ტემპერატურის.
3. დღის განმავლობაში ერთი კვება დაუთმეთ სეზონურ ხილს, მიირთვით ცოცხლად ან სმუზის (ბლენდერში ათქვეფილი ხილი) სახით. ამასთანავე, უმჯობესია, ხილი მიირთვათ სადილამდე 2-3 საათით ადრე.
4. კალორიებით ყველაზე მდიდარი ულუფა დღის პირველ ნახევარში მიირთვით. ყურადღება მიაქციეთ საკვებში მარილის, სუნელების, შაქრის რაოდენობას, რათა არ შეაკავოთ ორგანიზმში თქვენ მიერ მიღებული სითხე. სითხის შეკავება ორგანიზმში ჯანმრთელობისთვის არასასურველია, ეს წონის კლების შეჩერებას ან შენელებას იწვევს.
5. არ წახვიდეთ საკვები პროდუქტების საყიდლად მშიერი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები