LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კადიროვი ზელენსკის: სააკაშვილის გზის არჩევა, გაქცევა, შიშით ჰალსტუხის ღეჭვა გინდა?

660
BeFunky-collage (1)

ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი უკრაინის პრეზიდენტს მიმართავს და ურჩევს, ძალაუფლება ექსპრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს გადასცეს.

მიმართვას კადიროვი საკუთარი ტელეგრამის არხზე ავრცელებს. კადიროვის წერს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის, როგორც პრეზიდენტს ისე არ მიმართავს, რადგან მისი აზრით, “კანონის თანახმად, უკრაინისთვის პრეზიდენტად ვიქტორ იანუკოვიჩი რჩება”.

კადიროვი იმეორებს კრემლის დეზინფორმაციას, რომ ზელენსკიმ უკრაინა დატოვა. ამავე მიმართვაში კადიროვმა საქართველოს ექსპრეზიდენტიც ახსენა.

“ჯერ კიდევ არაა გვიან, სახის შენარჩუნებისა და გზის ღირსეულად გავლის მცდელობისთვის. ნუ შეურაცხყობთ ხალხს. დაბრუნდით, ვლადიმირ! ნუთუ გსურთ სააკაშვილის გზის არჩევა და მთელი დარჩენილი დრო გარბოდეთ, შიშით ჰალსტუხს ღეჭდეთ?… ნუ მოიხიბლებით. განსაკუთრებით.

არ მოგმართავთ როგორც პრეზიდენტს. ასეთი უკრაინისთვის კანონის მიხედვით ვიქტორ იანუკოვიჩი რჩება. აი, იმ ლეგიტიმურ პრეზიდენტს გადაეცით ძალაუფლება და მიენდეთ ბედს. იქნებ, მაშინ დარჩეს დანაშაულის ნაწილობრივ გამოსყიდვის შანსები”, – წერს კადიროვი.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე.

 

magti 5g