LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძემ, სამოქალაქო აქტივისტების თქმით, აქციის მონაწილეს ხელი გაარტყა

572
kala (1)

ხმაური და დაპირისპირება იყო ვარკეთილში, სადაც თბილისის მერი სკვერის გახსნაზე მივიდა.

ადგილზე “ანას ბაღის” დამცველები და მოძრაობა “შეცვალეს” წევრები იყვნენ. ისინი ამბობენ, რომ კალაძესთან დიღმის ჭალებთან დაკავშირებით შეკითხვის დასმა სურდათ, თუმცა მათი მტკიცებით, მერმა ხელი დაარტყა. ერთ-ერთი აქტივისტის მტკიცებით, შემოხეული აქვს მაისური, რომელიც “კალაძემ შემოახია”.

თბილისის მერი კი ამბობს, რომ „ორი თაღლითი “ნაციონალი” იყო მოსული, რომელსაც მცდელობა ჰქონდა, დაეგეგმა პროვოკაცია, თუმცა მათ ეს არ გამოუვიდათ.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g