LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახეთში 42 წლამდე მამაკაცი მოკლეს – თანასოფლელები მინდორში ქეიფობდნენ, რა დროსაც დაპირისპირება მოხდა

703
politsia-w-h

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდაში 42 წლამდე მამაკაცი მოკლეს. ადგილობრივების ინფორმაციით, ლევან იაგანაშვილს მეზობელმა სასიკვდილო ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენა.

არსებული ინფორმაციით, თანასოფლელები არაშენდას მიმდებარედ, მინდორში ქეიფობდნენ და მხარეებს შორის დაპირისპირება სწორედ იქ მოხდა.

მოკლულის ცხედარი ლევან სამხარაულის სახელობის გურჯაანის პროზექტურაში გადაასვენეს.

ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები