LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე: მეამაყება, დღეს დედაქალაქს ჰყავს ყველაზე ახალი და მოწესრიგებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი, შეიძლება ითქვას, მთელ ევროპაში

57
BeFunky-collage (9)

კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საზოგადოებას გზებზე შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიში მოუხადა.

“მესმის, რომ დისკომფორტია, მაგრამ პროექტების გარეშე ქალაქის განვითარება წარმოუდგენელია, – აღნიშნა თბილისის მერმა და დასძინა, რომ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისა და სატრანსპორტო პოლიტიკის მომდევნო ეტაპის განხორციელების შემდეგ, ეს პრობლემა აღარ იქნება.

რატომ არის საცობები დედაქალაქში? – კახა კალაძე განმარტებას აკეთებს

მანვე აღნიშნა, რომ დღეს თბილისს ყველაზე ახალი და ყველაზე მოწესრიგებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჰყავს, შეიძლება ითქვას, მთელ ევროპაში.

„როდესაც სატრანსპორტო რეფორმაზე და ჩვენს სატრანსპორტო პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, აბსოლუტურად თანმიმდევრულები ვართ. პირველი, რაც გავაკეთეთ, იყო დაპირება, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის სრული განახლება და ჩანაცვლება მოხდებოდა, ახალი, ევროპული ტიპის, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსებით, ეს დაპირება შესრულდა. პირველი ეტაპი ჩვენ წარმატებით დავასრულეთ.

ნამდვილად მეამაყება როგორც ქალაქის მერს, რომ დღეს დედაქალაქს ჰყავს ყველაზე ახალი, ყველაზე მოწესრიგებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი, შეიძლება ითქვას, მთელ ევროპაში. საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მხარდაჭერითა და თანადგომით ჩვენ მთლიანად პარკის ჩანაცვლება მოვახერხეთ და მხოლოდ და მხოლოდ ახალი ავტობუსები გვყავს. ეს იყო ამ რეფორმის პირველი ეტაპი. რა თქმა უნდა, არის შემდეგი ეტაპი იმისთვის, რომ ამ ავტობუსებით და მიკროავტობუსებით ადამიანებმა შეძლონ უპრობლემოდ გადაადგილება ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე. ასევე მოცდის დროის შემცირება, რომ ადამიანებს არ უწევდეთ ლოდინი დიდი ხნის განმავლობაში მოსაცდელებზე. ეს ყველაფერი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებით გაკეთდება. სხვანაირად შეუძლებელია, თუ ქალაქში შესაბამისი საავტობუსო ზოლები არ იქნება, რასაც დედაქალის მერია აკეთებს ყველა იმ პროექტის განხორციელების დროს, სადაც ამის გაკეთება კვლევების შედეგად შესაძლებელია“,- განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერის განცხადებითვე, დედაქალაქში დაახლოებით, 20 პრობლემური მარშრუტი არსებობს, სადაც გზების შეზღუდული გამტარობის გამო დაგეგმილი ბრუნების რაოდენობა დაახლოებით 30%-ით ვერ სრულდება. მისი თქმით, თბილისში ყოველწლიურად კერძო ავტომობილების რაოდენობა დაახლოებით, 8%-ით იზრდება, რაც ძალიან დიდი ციფრია.

კახა კალაძე გამოსავალს საზოგადოებრივი ტრანსპორტით აქტიურად სარგებლობაში ხედავს.

“20 კონკრეტული კვანძი არის, სადაც მაგალითად, ავტობუსმა დღის განმავლობაში 40 მგზავრობა უნდა გააკეთოს A პუნქტიდან B პუნქტამდე, თუმცა 30%-ით ვერ ასრულებს ის ამ გადაადგილებას, რაც იწვევს გარკვეულ დისკომფორტს და გადავსებულ ავტობუსებს. რა თქმა უნდა, ეს პრობლემაა საზოგადოებისთვის და ზუსტად ამიტომ ვქმნით ინფრასტრუქტურას, რასაც გარკვეული დრო სჭირდება. გვინდა ამ ყველაფერში თქვენი მხარდაჭერა და თანადგომა.

ის, რომ 30% -ით ვერ სრულდება ეს ბრუნები იმას ნიშნავს, რომ პიკურ პერიოდში საზოგადოებას განახევრებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი ემსახურება, რაც ერთი მხრივ, ზრდის მოლოდინის დროს და მეორე მხრივ, ვიღებთ გადავსებულ საზოგადოებრივ ტრანსპორტს.

მათ შორის არის, მარშალ გელოვანის კვანძი, სადაც დაკვირვებამ აჩვენა, რომ პიკურ დროს ნაკადების 15%-ით შემცირებით აღნიშნული კვანძი ავტომობილებს დასაშვები სიჩქარით გაატარებს. ამდენად, თუ პრობლემურ კვანძებს განვაზოგადებთ მთლიანი ავტომობილების რაოდენობაზე, საჭიროა გადაადგილებისთვის 8-10%-სთვის მაინც გამოვიყენოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რაც ვფიქრობ, აბსოლუტურად რეალურია.

ასევე უნდა აღინიშნოს ის, რომ კერძო ავტომობილების რაოდენობა დაახლოებით 8%-ით იზრდება ყოველწლიურად, რაც ძალიან დიდი ციფრია ისეთი რელიეფის ქალაქისთვის, როგორიც თბილისია. რა არის გამოსავალი? – საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, რასაც ვაკეთებთ. რა თქმა უნდა, რთული პროცესია, მძიმეა ეს ყველაფერი, მაგრამ ერთად უნდა გადავიტანოთ და მოვაგვაროთ. ყველა განვითარებულ დიდ ქალაქში – პარიზში, მილანში იგივე პრობლემები იყო ათეული წლის წინ, რაც ჩვენ დღეს გვაქვს. მათაც განახორციელეს პროექტები, რასაც ჩვენ დღეს ვაკეთებთ დედაქალაქში“, – განაცხადა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g