LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე: მთაწმინდიდან რუსთაველზე მოხვედრა 4 წუთში იქნება შესაძლებელი

231
ფორტუნა - 2023-03-22T114435.989

თბილისის მერის განცხადებით, მთაწმინდისა და რუსთაველის დამაკავშირებელი საბაგიროს მშენებლობა წლის ბოლოს დასრულდება.

როგორც კახა კალაძემ დღეს, 22 მარტს გამართულ მთავრობის სხდომაზე თქვა, პროექტის დასრულების შემდეგ მთაწმინდიდან რუსთაველზე მოხვედრა ოთხ წუთში იქნება შესაძლებელი.

„იცით, რომ ამ პროექტის განხორციელება 2021 წელს დავიწყეთ და ვფიქრობ, რომ როცა დასრულდება ქალაქის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი იქნება. 2023 წლის ბოლოსთვის სამუშაოები სრულად დასრულებული იქნება და საბაგირო მგზავრებს მოემსახურება.

მთაწმინდის ფერდზე ახალი სადგურის მოწყობითი სამუშაოები მიმდინარეობს. გარკვეული სირთულე იყო, რის გამოც რამდენიმე ოჯახის გასახლება მოგვიწია, რათა სამუშაოები უსაფრთხოდ ჩატარებულიყო. პროექტის დასრულების შემდეგ ოთხი წუთში იქნება შესაძლებელი მთაწმინდიდან ჩამოსვლა რუსთაველზე და პირიქით. ამას გარდა, ერთი საათის განმავლობაში საბაგირო 1 000-ზე მეტ მგზავრს მოემსახურება”, – განაცხადა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

mazda magti 5g