LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე: ვინც სადარბაზოში ცხოვრობთ, ლიფტები არის თქვენი საკუთრება… თქვენ უნდა უზრუნველყოთ მისი მოწესრიგება, რეაბილიტაცია, განახლება

258
კახა კალაძე

„ვინც სადარბაზოში ცხოვრობთ, ლიფტები არის თქვენი საკუთრება… თქვენ უნდა უზრუნველყოთ მისი მოწესრიგება, რეაბილიტაცია, განახლება“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის სხდომაზე განაცხადა.

თბილისის მერი 14 იანვარს, ვაზისუბანში მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა, რა დროსაც ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ლიფტის შახტში ჩავარდა და ორივე ადგილზე გარდაიცვალა. კალაძემ გარდაცვლილთა ოჯახსა და ახლობლებს მიუსამძიმრა.

„იყო მცდელობა, იყვნენ გარკვეული ჯგუფები, რომლებიც სიცრუის გავრცელებას მიზანმიმართულად ცდილობდნენ – საუბარი იყო მერიის დადანაშაულებაზე, საუბარი იყო ჩვენი სამსახურების დადანაშაულებაზე.

შეიძლება ბევრმა არ იცის რეალობა, შეიძლება ბევრი ამას მიზანმიმართულად აკეთებს, რადგან ჩვენ კარგად ვიცით – სამწუხაროდ, როდესაც ტრაგედია ხდება, მაშინვე ხდება სპეკულაციები და კონკრეტული სამწუხარო შემთხვევების პოლიტიკით გაჯერება.

მინდა მოსახლეობას შევახსენო, თუ რა წესია კანონმდებლობით დადგენილი საცხოვრებელ კორპუსებში ლიფტების უსაფრთხო ექსპლუატაციაზე: არსებობს საქართველოს მთავრობის დადგენილება, ტექნიკური რეგლამენტი ლიფტების უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ.

კერძოდ, „ამხანაგობა“ ვალდებულია ლიფტის უსაფრთხოების მიზნის განახორციელოს მისი პერიოდული ექსპერტიზა და რეგისტრაცია ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ობიექტების რეესტრში და თუ ექსპერტიზა გამოავლენს ხარვეზს, მისი აღმოფხვრა დაუყოვნებლივ უნდა უზრუნველყოს.

საშიში ლიფტები დედაქალაქში – სად უნდა ვეძებოთ პრობლემა და როგორ უნდა მიხვდეთ, რომ ლიფტი გაუმართავია 

„სპეციალისტების მომზადებისა და ლიცენზიის საკითხების მოგვარების გარეშე, ამ პრობლემის გადაჭრის გზებს ვერ ვხედავ. კი, შესაძლოა ეს არაა მოკლე დროში გასაკეთებელი საქმე, მაგრამ 2 წელიწადშიც რომ რაღაც შედეგზე გავიდეთ, ბევრი რამ შეიცვლება.“

მეგობრებო, სადარბაზოები და ლიფტები არის თქვენი საკუთრება. ვინც კონკრეტულ სადარბაზოში ცხოვრობს, ლიფტი არის თქვენი საკუთრება და, რა თქმა უნდა, თქვენ უნდა უზრუნველყოთ მისი მოწესრიგება, მისი რეაბილიტაცია-განახლება.

თუმცა ჩვენ გვესმის არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ქვეყანაში, ჯერ კიდევ არსებობს პრობლემები ამ მიმართულებით, არის გაჭირვება, ამიტომ ჩვენ გვაქვს ბევრი კარგი პროგრამა იმისთვის, რომ დედაქალაქის მოსახლეობას შევუწყოთ ხელი.

„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის“ მიმართულებით გარკვეული პროგრამები, რომლებიც გამოხატავს მხარდაჭერას, თანადგომას იმისთვის, რომ თქვენ საცხოვრებელ კორპუსებში, ჩვენი თანადგომით და ჩვენი მხარდაჭერით, ჩვენი თანადაფინანსებით განხორციელდეს სხვადასხვა პროექტი. რა თქმა უნდა, პრიორიტეტებს განსაზღვრავთ თქვენ, კონკრეტულ საცხოვრებელ კორპუსში თუ სადარბაზოში მცხოვრები ადამიანები.“ – განაცხადა კახა კალაძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g