თბილისის ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ლიფტის შახტაში კაცი ჩავარდა, მის დასახმარებლად მეუღლე ჩავიდა, რა დროსაც ლიფტი ამუშავდა და ცოლ-ქმარი მოიყოლა. ინფორმაცია „ფორტუნას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.
ორი ადამიანი ადგილზე დაიღუპა.
„ფორტუნა“ დამატებითი დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს.