LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხატია დეკანოიძე: მიხეილ სააკაშვილის ქართული პოლიტიკისგან განცალკევება წამოუდგენელია – ის საქართველოს პო­ლი­ტი­კა­ში ფაქ­ტო­რია

161
მიშა და დეკანოიძე

„ვფიქ­რობ, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­ცალ­კე­ვე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­გან და სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კის­გან, უბ­რა­ლოდ წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, რად­გან მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი – მისი პი­როვ­ნე­ბა, მისი ის­ტო­რი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მისი აწ­მყო – ფაქ­ტო­რია სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კა­ში“, – ამის შესახებ „ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ დეპუტატმა, ხა­ტია დე­კა­ნო­ი­ძემ განა­ცხა­და.

როგორც დე­კა­ნო­ი­ძემ აღნიშნა, სა­ა­კაშ­ვი­ლის „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის­გან“ გა­მი­ჯვნის სა­კი­თხი მათ­თან გან­ხილ­ვის თემა არ ყო­ფი­ლა.

“უკრაინაში, ფრონტის ხაზზე არსებული ვითარების ჩემი შეფასება”, – როგორ აფასებს მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს

„რაც შე­ე­ხე­ბა მის ღია მო­ნა­წი­ლე­ო­ბას არ­ჩევ­ნებ­ში და ა.შ. რა თქმა უნდა, ეს მისი პი­როვ­ნე­ბის, მისი პი­რა­დი გა­და­სა­წყვე­ტია და რა თქმა უნდა, ეს არის სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის და ამომ­რჩევ­ლე­ბის გა­და­სა­წყვე­ტი, ამი­ტომ მხო­ლოდ მისი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი­დან, სტა­ტუ­სე­ბი­დან და ა.შ. ან რამ­დე­ნი­მე ად­ვო­კა­ტის გან­ცხა­დე­ბი­დან არ ვიმ­სჯე­ლებ­დი. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­ცალ­კე­ვე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­გან. ის არის ფაქ­ტო­რი, მას აქვს ძა­ლი­ან დიდი ის­ტო­რი­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა, ის არის სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტი.

ჩვენ, რო­გორც პარ­ტი­ას, მის მე­გობ­რებს და ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც არამ­ხო­ლოდ პარ­ტი­უ­ლად ვართ და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან, არა­მედ მას­თან ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კავ­ში­რი გვაქვს წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, არა­ვი­თა­რი გან­ცხა­დე­ბა პი­რა­დი კონ­ტაქ­ტის სა­ფუძ­ველ­ზე არ მოგ­ვის­მე­ნია, რომ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­მი­ჯვნა ხდე­ბა ერ­თმა­ნე­თის­გან მისი სურ­ვი­ლის შე­სა­ბა­მი­სად. ეს არ ყო­ფი­ლა გან­ხილ­ვის თემა“, – გა­ნა­ცხა­და ხატია დე­კა­ნო­ი­ძემ და დასძინა, რომ არა­ფე­რია გა­საკ­ვი­რი იმა­ში, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბიც ძა­ლი­ან აინ­ტე­რე­სებს:

„ქართული პოლიტიკის დატოვება, ყველა პოლიტიკური შენაერთის დატოვებას ნიშნავს“ – მიდის თუ არა მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკიდან

„მას ახლა უკ­რა­ი­ნის მოვ­ლე­ნე­ბი ძა­ლი­ან აინ­ტე­რე­სებს, ამ ძა­ლი­ან მძი­მე და უკ­რა­ი­ნის­თვის უდი­დე­სი გა­მოწ­ვე­ვის და პრაქ­ტი­კუ­ლად, რუ­სე­თის ღია აგ­რე­სი­ის ფონ­ზე, რა თქმა უნდა, ამა­ში არა­ბუ­ნებ­რი­ვია, გასაკვირის არა­ფე­რი არ არის.“ – დასძინა დე­კა­ნო­ი­ძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები